უცხოეთი
საქართველო, 22 ოქტომბერი, საქინფორმი. სომხეთში, ბოლო დღე-ღამეში, კორონავირუსის 1 836 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 68 530-მდე გაიზარდა. ინფორმაციას სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი ავრცელებს. ამასთან, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყანაში კოვიდ 19-ს კიდევ 20 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 1 121-ს მიაღწია.
ბოლო მონაცემებით, სომხეთში, საერთო ჯამში, კორონავირუსით დაინფიცირებული 49 219 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამჟამად მკურნალობა 18 190 პირს უტარდება.
interpressnews.ge