სამართალი
გიორგი გახარია - არჩევნები საქართველოში ჩატარდება კონსტიტუციურ ვადებში, არჩევნები არ გადაიდება

 საქართველო, 20 ოქტომბერი, საქინფორმი. ბევრი საუბარი იყო არჩევნებთან დაკავშირებით - მეგობრებო, არჩევნები საქართველოში ჩატარდება კონსტიტუციურ ვადებში, არჩევნები არ გადაიდება რამდენიმე მიზეზის გამო, პირველი - ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ საარჩევნო უბანი ისეთ დონეზე იქნება მომზადებული ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების თვალსაზრისით, რომ ხშირ შემთხვევაში, ზოგიერთ სავაჭრო ცენტრსა და მაღაზიაში შესვლა იქნება ბევრად უფრო სახიფათო, ვიდრე საარჩევნო უბანზე მისვლა, სრული წესების დაცვით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, არჩევნები უნდა ჩატარდეს ღირსეულად, დემოკრატიულად, ღიად, ტრანსფარენტულად და რაც მთავარია, უსაფრთხოდ.

ეპიდემიოლოგიური რისკი აქ არ იარსებებს - ეს ერთი და მეორე - ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველა ვხედავთ, რომ პოლიტიკური პროცესი და პოლიტიკური საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს აბსოლუტურად ღიად, ერთადერთი მოქალაქეებთან ერთად რასაც ვთხოვთ ჩვენ პოლიტიკოსებს არის ის, რომ წესები დავიცვათ - ვატაროთ პირბადე და დავიცვათ დისტანცია, ეს ხომ ასეთი რთული არ არის. შესაბამისად, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ პოლიტიკურ პროცესს და არჩევნების დღეს არაფერი ემუქრება და ვერც დაემუქრება. მოვემზადოთ ყველა 31 ოქტომბრისთვის და ღირსეულად, დემოკრატიულად, ღიად, ტრანსფარენტულად და რაც მთავარია, უსაფრთხოდ უნდა ჩავატაროთ ეს არჩევნები“, - განაცხადა პრემიერმა.