პოლიტიკა
„Transparency International“-ის შეფასებით, „სასამართლოს დამოუკიდებლობა და შერჩევითი სამართალი, საქართველოს ანტიკორუფციული პოლიტიკა, დევნილთა უფლებები, მედიის თავისუფლება, ბიზნესის მფლობელების გამჭვირვალობა და სახელმწიფო უწყებების ანგარიშვალდებულება მოქალაქეების მიმართ ის საკითხებია, რომლებსაც მთავრობამ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს“.
ამასთან, „Transparency International“ საქართველოს ხელისუფლებას სთხოვს, „დააკონკრეტოს, თუ რა საკითხებში არ ეთანხმება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მოსაზრებებს“.