აქტუალური
გიორგი გახარია - როდესაც აჭარა არის ყველაზე მძიმე ეპიცენტრი ვირუსის გავრცელების, „ნამოძრაობის“ მიერ ბათუმში გამართული აქცია მავნებლობაა

 საქართველო, 20 ოქტომბერი, საქინფორმი. მარტო ხელისუფლების და მთავრობის პასუხისმგებლობა ვერაფერ შედეგს ვერ მიაღწევს, ან პირიქით, დიდი რისკის ქვეშ დააყენებს ჩვენს საზოგადოებას, თუ ჩვენმა პარტნიორებმა, მათ შორის პოლიტიკურმა ოპონენტებმა, ეს ხომ ჩვენი საზოგადოების ნაწილია, მსგავსი, აბსოლუტურად მიუღებელი, კატეგორიულად მიუღებელი ღონისძიებები ჩაატარეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ბათუმში, ნაციონალური მოძრაობის მიერ გამართულ აქციას და რეგულაციების დაცვას ეხებოდა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ელემენტარული მოთხოვნაა, რომ აქციის 1500 მონაწილეს გაუკეთო პირბადე, ან ელემენტარულად სთხოვო ადამიანებს დაიცვან დისტანცია.

როდესაც ვამბობთ, რომ ჩვენ, ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიურ, ნორმალურ ცხოვრებას არ ვზღუდავთ იმიტომ, რომ გვაქვს შესაძლებლობა და მზად ვართ იმისთვის, რომ ინფიცირების მაღალი ციფრების პირობებშიც ვმართოთ ეს პროცესი, რა თქმა უნდა, ამას ჩვენს პასუხისმგებლობაზე ვსაუბრობთ, თუმცა მარტო ხელისუფლების და მთავრობის პასუხისმგებლობა ვერაფერ შედეგს ვერ მიაღწევს, ან პირიქით, დიდი რისკის ქვეშ დააყენებს ჩვენს საზოგადოებას, თუ ჩვენმა პარტნიორებმა, მათ შორის პოლიტიკურმა ოპონენტებმა, ეს ხომ ჩვენი საზოგადოების ნაწილია, მსგავსი, აბსოლუტურად მიუღებელი, კატეგორიულად მიუღებელი ღონისძიებები ჩაატარეს. ეს ხომ არ არის დიდი მოთხოვნები. ელემენტარული მოთხოვნაა - აქციის 1500 მონაწილეს გაუკეთო პირბადე. ეს ხომ რთული არ არის, ან ელემენტარულად, სთხოვო ადამიანებს დაიცვან დისტანცია, მაშინ, როდესაც იცი, რომ აჭარა არის ყველაზე მძიმე ეპიცენტრი ვირუსის გავრცელების. ეს, უბრალოდ, უკიდურესი უპასუხისმგებლობაა და უფრო მეტიც, საბოლოო ჯამში, მავნებლობაა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.