საზოგადოება
საქართველოში კორონავირუსის 919 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

 საქართველო, 16 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოში კორონავირუსის 919 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ განაცხადა.

ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით დადასტურებულთა საერთო რაოდენობა 14 440-ს შეადგენს. გამოჯანმრთელდა კიდევ 208 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა არის 7 367.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში კიდევ ოთხი პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 113-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 792 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 836 ადამიანი, კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა კი 1042-ს შეადგენს.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.