უცხოეთი
ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერები აცხადებენ, რომ შეიმუშავეს კორონავირუსის სწრაფი ტესტი, რომელსაც ვირუსის იდენტიფიცირება ხუთ წუთში შეუძლია

 საქართველო, 16 ოქტომბერი, საქინფორმი. ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერები აცხადებენ, რომ კორონავირუსის სწრაფი ტესტი შეიმუშავეს, რომელსაც ორგანიზმში ვირუსის იდენტიფიცირება ხუთ წუთში შეუძლია.

შესაბამის ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ტესტების წარმებას 2021 წლიდან დაიწყებენ, ხოლო ექვსი თვის შემდეგ სწრაფი ტესტები მოხმარებისთვის დამტკიცდება.

ოქსფორდის უნივერსიტეტში მიიჩნევენ, რომ სწრაფი ტესტი ხელს შეუწყობს პრევენციული ზომების გაძლიერებას აეროპორტებსა და ბიზნეს-დაწესებულებებში.