პოლიტიკა
თეა ახვლედიანი - ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბორდერიზაცია პანდემიის დროსაც განხორციელდა და დაახლოებით 14 სოფელს შეეხო

 საქართველო, 15 ოქტომბერი, საქინფორმი. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თეა ახვლედიანის განცხადებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბორდერიზაცია პანდემიის დროსაც განხორციელდა და დაახლოებით 14 სოფელს შეეხო.

როგორც ახვლედიანმა “პალიტრანიუსის“ გადაცემა “ნიუსრუმში“ განაცხადა, მავთულხლართების სიგრძე ცხინვალის რეგიონში 52 კილომეტრს შეადგენს, აფხაზეთის რეგიონში - 49 კილომეტრს.

საუბედუროდ, მოხდა ოკუპაცია და არსებობს საოკუპაციო ხაზი. რასაც საოკუპაციო რეჟიმი ახორციელებს, ეს არის ამ ხაზის გასწვრივ ბარიერების აღმართვა. ეს მიმართულია იქეთკენ, რომ გამოიწვიოს ქვეყანაში დესტაბილიზაცია, შეაფერხოს განვითარების პროცესი და შექმნას გამოწევევები უსაფრთხოების მხრივ. 2008 წლის ომის დროს 100-ზე მეტი სოფელი დაზარალდა. ბორდერიზაცია განხორციელდა პანდემიის დროს და დაახლოებით 14 სოფელს შეეხო. რაც შეეხება ამ მახინჯი მავთულხლართების სიგრძეს, ცხინვალის რეგიონში ის 52 კილომეტრს შეადგენს, აფხაზეთის რეგიონში - 49 კილომეტს. მავთულხლართების მიღმა არსებობს ე.წ. ხნულები, საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები, რაც ასევე ბორდერიზაციის ნაწილია“, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

წყარო: ipn.ge