უცხოეთი
აშშ-ში კორონავირუსით ხელახალი ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

 საქართველო, 14 ოქტომბერი, საქინფორმი. ამერიკის შეერთებულ შტატებში „კოვიდ-19“-ით რეინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. გავრცელებული ინფორმაციით, 25 წლის მამაკაცს, რომელსაც „კოვიდ-19“ პირველად აპრილში დაუდასტურდა, ვირუსი თვე-ნახევარში მეორედ დაემართა და გაცილებით რთული ფორმით. ის მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

„ბიბისის“ ცნობით, მამაკაცი უკვე გამოჯანმრთელდა.

ამ შემთხვევაზეა საუბარი „ლანცეტის“ მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშიც. გავრცელებული ინფორმაციით, პაციენტს ახალი ვირუსის (SARS-CoV-2) ორის სხვადახვა სახეობა ჰქონდა.

ანალოგიური შემთხვევები დაფიქსირდა ბელგიაში, ნიდერლანდებში, ჰონგ კონგსა და ეკვადორშიც.

კვლევის ხელმძღვანელის, მარკ პანდორის ინფორმაციით, ჯერჯერობით შეუძლებელია იმის თქმა, თუ რამდენიმე ხანი ნარჩუნდება ვირუსის მიმართ იმუნიტეტი პირველი დაინფიცირების შემდეგ.

მისი თქმით, „კოვიდ-19“-ისგან განკურნების შემთხვევაშიც, ადამიანებმა უნდა დაიცვან დადგენილი რეკომენდაციები, რაც სოციალური დისტანციის დაცვას, პირბადის ტარებასა და ხელების ხშირ დაბანას გულისხმობს.