უცხოეთი
ბელარუსი ოპოზიციონერი სვეტლანა ტიხანოვსკაია ალექსანდრ ლუკაშენკოს თანამდებობის დასატოვებლად ვადას 25 ოქტომბრამდე აძლევს

 საქართველო, 14 ოქტომბერი, საქინფორმი. ლიეტუვაში მყოფი ბელარუსი ოპოზიციონერი სვეტლანა იხანოვსკაია ალექსანდრ ლუკაშენკოს თანამდებობის დასატოვებლად ვადას 25 ოქტომბრამდე აძლევს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი თქმით, საყოველთაო გაფიცვის შედეგად ქვეყნის პარალიზება მოხდება. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

ტიხანოვსკაის განცხადებით, თუ ალექსანდრ ლუკაშენკო არ დატოვებს პრეზიდენტის პოსტს, არ შეწყვეტს ძალადობას და არ გაათავისუფლებს პოლიტპატიმრებს, 26 ოქტომბრიდან ყველა საწარმოში დაიწყება გაფიცვა და ყველა გზა გადაიკეტება.

როგორც სააგენტო „როიტერს“ ტიხანოვსკაიას თანაშემწემ განუცხადა, ლუკაშენკოს ახალი ულტიმატუმი წაუყენეს დემონსტრანტების წინააღმდეგ ლეტალური იარაღის გამოყენების საფრთხისა და პოლიციის მხრიდან გაზრდილი ძალადობის საპასუხოდ.

ბელარუსში პრეზიდენტ ლუკაშენკოს გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო გამოსვლები 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გრძელდება.