პოლიტიკა
საქართველო, 13 ოქტომბერი, საქინფორმი. კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში ტოივო კლაარი თბილისსა და სოხუმში დისკუსიების გამართვას გეგმავს, - ამის შესახებ კლაარი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
„რამდენიმე დღის განმავლობაში თბილისსა და სოხუმში ვიქნები. დისკუსიები გაიმართება ადგილობრივ საკითხებზე, მაგრამ რეგიონული ვითარებაც მნიშვნელოვნად იქნება გამოკვეთილი“, – წერს ტოივო კლაარი.