უცხოეთი
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

 საქართველო, 13 ოქტომბერი, საქინფორმი. ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ერთი წლით, 2021 წლის 16 ოქტომბრამდე გაახანგრძლივა. საუბარია ქიმიური იარაღის შემუშავებასა და გამოყენებასთან დაკავშირებით დაწესებულ სანქციებზე, რომლის გამო, სასანქციო სიაში შესულ პირებს ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა ეკრძალებათ და იქ არსებული აქტივები უყადაღდებათ.

სანქციების შემუშავება სოლსბერის ინციდენტს უკავშირდება, სადაც 2018 წელს სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია ნერვულ-პარალიტიკურ აგენტ „ნოვიჩოკით“ მოწამლეს.