პოლიტიკა
არნო ხიდირბეგიშვილი: დაუსრულებელი ყარაბაღი

     ყარაბაღის ომს აქვს დასაწყისი, მაგრამ არ აქვს დასასრულ. უკანასკნელი სომეხიც რომ განადგურდეს მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე, იქ მთელი მსოფლიოდან ჩავლენ სომხები და ომი მიიღებს გაჭიანურებულ პარტიზანულ ხასიათს. ყარაბაღი მეორე ავღანეთია.

და კიდევ, ყარაბაღის ომში გამარჯვებულები არ იქნებიან - მხოლოდ დამარცხებულ. ერთად სომხები და აზერბაიჯანელები იქ ვეღარასდროს იცხოვრებენ ...

თუ აზერბაიჯანმა ყარაბაღუკანასკნელი სომხისაგან გაათავისუფლებს, ეს იქცევა ეთნიკური კონფლიქტების გადასაჭრელრეცეპტად“, რომელიც ”თურმე” წყდება ომით და არა მოლაპარაკებებით, ბრძოლის ველზე და არა საერთაშორისო პლატფორმებზე. გაერო, ეუთო და სხვა ”ხარახურა” უტილიზებული იქნება უმაქნისობის გამო, ხოლო სახიფათო პრეცედენტის გამოყენებას დაიწყებენ სხვა ქვეყნებიც, ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად.

თუ სომხები დაკარგავენ ყარაბაღს, მაშინ რუსეთი დაკარგავს სომხეთს, რომელიც გამოვა ევრაზიული ეკონომიკური კავშირიდან (ЕАЭС) და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან (ОДКБ) და მოსკოვს მოსთხოვს 102-რუსული სამხედრო ბაზის გაყვანას გიუმრიდან და ერევნიდან. ამით რუსეთი სომხეთს უბიძგებს ამერიკისკენ, სადც ძლიერი სომხური დიასპორაა, ოგორც უწინ უბიძგა საქართველოს, როცა აფხაზეთი და სამაჩაბლო დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარა.

ორივემ, სააკაშვილმაც და ალიევმაც, იბრუნებდნენ არა რუსულ, არამედ საკუთარ - ქართულ და აზერბაიჯანულ ტერიტორიებს, - გვკითხავენ ჩვენი შთამომავლები, - მაშ, რატომ დაისაჯა რუსეთმა საქართველო და არ დაისაჯა აზერბაიჯანი?”

   იმიტომ, რომ საქართველომ გაიყვანა რუსული სამხედრო ბაზები, გახდა აშშ–ის სტრატეგიული მოკავშირე და შეუდგა კურსს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებისკენ. აზერბაიჯანმა კი უარი თქვა ნატოსა და ევროკავშირში გაწევრებაზე და გახდა რუსეთის ფედერაციის სტრატეგიული მოკავშირე კასპიის ზღვის სამართლებრივი სტატუსის შესახებ კონვენციის ხელმოწერით.

   „მაშ რატომ სჯრუსეთი თავის სტრატეგიულ მოკავშირეს - სომხეთს, რომელიც ЕАЭС-შიშევიდა, ОДКБ-აც ხელი მოაწერა და რუსული ბაზებიც გაიყვანა?! თუ რუსეთი ასე სჯის თავის მოკავშირეებს, მაშ კარგია, რომ საქართველო ნატოსა და ევროკავშირისკენ და არა ОДКБ-ЕАЭС-კენ ისწრაფვის?! - ჩაგვეკითხება ახალგაზრდა თაობა.

   იმიტომ, რომ ყარაბაღის ომის დაწყებიდან (1988 წ.) 32 წლის მანძილზე სომხეთი შიდა პოლიტიკურ ბრძოლაში იყო ჩართული - პარლამენტარები დახვრიტეს, მიტინგები დაარბიეს, პრეზიდენტი ციხეში ჩასვეს. აზერბაიჯანი კი, რომელსაც შეუცვლელად ხელმძღვანელობდნენ მამა და შვილი ალიევები, ამ ხნის განმავლობაში შეიარაღდა და ეკონომიკურად გაძლიერდა - ააშენა მილსადენები, რითაც მასზე დამოკიდებულად აქცია საქართველოც, თურქეთიცა და ევროპაც!

   რისი იმედი ჰქონდათ სომხებს იმ დროს, როდესაც აზერბაიჯანი ყიდულობდა უახლეს შეიარაღებარუსეთისგან, ისრაელისგან, თურქეთისგან? ЗакВО-მიერ გადაყრილსაბჭოთა ხარახურის?! განა აზერბაიჯანელები ოდესმე მალავდნენ, რომ რევანშისთვის ემზადებოდნენ, რისთვისაც მათ მხოლოდ რუსეთის ორკვირიანი ჩარევლობის გარანტია სჭირდებათ?!

   ვისი იმედი ჰქონდათ სომხებს, როდესაც რუსეთმა მათ რუსი ჯარისკაცის გასამართლების ნება არ დართო, რომელმაც ნაბახუსევზე მძინარე სომხური ოჯახი ჩაცხრილა? განა ეს სიგნალი არ უნდა ყოფილიყო?!

   რატომ იცოდა აშშ-საელჩომ სომხეთში 5 დღით ადრე ყარაბაღის ახალი ომის დაწყების შესახებ და გააფრთხილა თავისი მოქალაქეები, რომ თავი შეეკავებინათ კონფლიქტის ზონაში მოგზაურობისგან, ხოლო სომხებისთვის ეს მოულოდნელი იყო?!

   და რაც მთავარია - მთელი ამ წლების განმავლობაში რატომ არ აღიარა თავად სომხეთმა ”მთიანი ყარაბაის რესპუბლიკის” დამოუკიდებლობა? ან რატომ არ მიიღეს სომხებმა „არცახი“ სომხეთის რესპუბლიკის შემადგენლობაში? მაშ, რატომ უნდა დაიცვას დღეს რუსეთმა ყარაბაღი? რუსეთმა სამშვიდობოებიც კი არ შეიყვანა, რადგან იქ რუსეთის მოქალაქეები არ არიან – ყარაბაღელები არ ითხოვდნენ რუსულ პასპორტებს, როგორც აფხაზები და ოსები, ისინი კი, ვინც რუსეთის მოქალაქეობა მიიღო, დიდი ხანია ბედნიერად ცხოვრობენ მოსკოვში და არა სტეფანაკერტში.

   და რომ არა ფაშინიანის იმპროვიზაციები ლუკაშენკოს სტილში, რუსეთი ჩაერთვებოდა კონფლიქტში მხარეების გასაშველებლად ან სირიელი ტერორისტების გასანადგურებლად მაინც, რაც ნებადართულია რუსეთის ახალი სამხედრო დოქტრინით (”ანტიტერორისტული ოპერაციების განხორციელება სახელმწიფოს საზღვებს გარეთ, თუ საფრთხე ემუქრება რუსეთის ფედერაციის ეროვნულ უსაფრთხოებას”).

   გაჭიანურებული ყარაბაღი უკვალოდ არ ჩაივლის ალიევისთვისაც. დღითიდღე აზერბაიჯანის, ისევე როგორც თურქეთის ლიდერის მიმართ უკმაყოფილება მოიმატებს - როგორც მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების - აშშ-ს, რუსეთსა და საფრანგეთის მხრიდან, ასევე აზერბაიჯანის მოქალაქეებში. ახალგაზრდები იღუპებიან, რითაც აუცილებლად ისარგებლებს ოპოზიცია - აზერბაიჯანსა და თურქეთში, მათ შორის, ალიევისა და ერდოღანის მოსისხლე მტრები, ეს კი ათიათასობით რეპრესირებული ადამიანია. მათგან ერთ–ერთი, აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა აფგან მუხთარლიმ პარასკევს თბილისში ჩამოსვლა სცადა.

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი

2020 წლის 12 ოქტომბერი
საქართველო, თბილისი