პუბლიკაციები
საქართველოს მტრებმა, მიტინგებზე სიარულის ნაცვლად, შიში და დისკომფორტი უნდა იგრძნონ! - საქინფორმი

 ქართული საინფორმაციო–ანალიტიკური სააგენტო "საქინფორმი" მიმართავს ქართველ ხალხს

     საქართველოს მოქალაქეო!

რაც საქართველოს ხელისუფლებას არ შეუძლია, ქართველმა ხალხმა უნდა გააკეთოს!

   საქართველოში სრული ლუსტრაცია მოხდა - დღეს თქვენ კარგად იცნობთ საქართველოს ყველა მტერს. ისინი აღშფოთებულები არიან, რომ საქართველომ შეიძლება დააბრუნოს მეზობლისთვის უკანონოდ გადაცემული 3,5 ათასი ჰექტარი მიწა, ფასდაუდებელ ქართულ საგანძურთან, მე-VI საუკუნის დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან ერთად. ეს არის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, რომლის მთავარმა შეზღუდულმა რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი აჩუქა.

   8 წლის წინ, მას შემდეგ, რაც კაცობრიბა შეაძრწუნა საშინელმა ვიდეოკადრებმა, არამზადებს ქუჩაში გამოსვლის ეშინოდათ, დღეს კი მთავარი ჯალათი ზუგდიდის სახინკლეში დღისით-მზისით ხინკალს თქვლეფს! ეს იმიტომ ხდება, რომ ახალმა მთავრობამ, იმის ნაცვლად, რომ აჩვენოს უდელის ბრძანებით გადაღებული არაადამიანური წამების ამსახველი ვიდეო საქართველოს ყველა კინოთეატრში და ყველა ტელეარხზე, გაანადგურა ისინი! შედეგად, დღეს ეს ნაძირლები ქუჩებში ისევ გამოძვრნენ და მიტინგების ჩატარების უფლებააქვთ! მათ გვერდით გამოჩნდნენ მათი აკვნიდან გადაბირებული შვილები, რადგან ნებისმიერი სპეცსამსახურთან, კა-გე-ბე იქნება ის, თუ ცე-რე-უ, თანამშრომლობის ხელწერილი სამ თაობაზე ვრცელდება!

   დიახ, ისინი ცოტანი არიან და მათზე ხელების გასვრა არ ღირს. ერთადერთი, რაც ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ, შეუქმნამათ დისკომფორტი! ნებისმიერ ადგილას, სადაც ისინი შეიკრიბებიან, დაუყოვნებლივ უნდა შემოვერტყათ გარს მანძილზე და მოვუწყოთ სირცხვილის დერეფნები! თითოეულ მიტინგს - უპასუხეთ ანტიმიტინგით, ასჯერ უფრო მრავალრიცხოვანით! მათ უნდა იგრძნონ შიში, რომ ქუჩაში მათ სახეზე ცნობენ, რადგან ისინი სამშობლოს უღალატეს და ფულზე გაყიდეს! ერთადერთი თხოვნა – ნუ გავაკეთებთ ამას არჩევნებამდე, რომლამდეც სულ 18 დღე დარჩა, ვინაიდან ნაცბინძურების მიზანი პროვოკაციების გამოწვევაა! გავაკეთეს არჩევნების შემდეგ!

   დეილებარ ესმით, რომ რუსეთის დადანაშაულება - თითქოსდა, ფე-ეს-ბე-მ ძველი რუქა გადმოგვცა, რომელზეც სააკაშვილის მიერ გაყიდული ტერიტორია საქართველოს ეკუთვნის - რუსეთადმი ქართველი ხალხის მადლიერებას იწვევენ! ან იქნებ მშვენივრადაც ესმით, მაგრამ ამას ფე-ეს-ბე-ს შეკვეთით აკეთებენ?!

საქინფორმი

2020 წლის 12 ოქტომბერი
საქართველო, თბილისი