პუბლიკაციები
ეკონომიკური და სოციალური პრობლემები საქართველოში მარტო ხელისუფლების არაგონივრული ქმედებების შედეგია!

TB_mariotა.წ. 14 აპრილს სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ კავკასიური თანამშრომლობის ცენტრის ინიციატივით არსებული ეკონომიკური პრობლემების შესახებ სემინარი მოეწყო. სემინარში მონაწილეობდნენ ეკონომიკური სფეროს ანალიტიკოსები: დემურ გიორხელიძე, ნოდარ ჯავახიშვილი და სოსო არჩვაძე. შეხვედრაზე მოწვეული იყვნენ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმის“ ეკონომიკურ საკითხებზე მომუშავე ჟურნალისტები.

ცნობისათვის: კავკასიური თანამშრომლობის ცენტრი ახლად შექმნილი რუსულ-ქართული ექსპერტული ორგანიზაციაა, რომლის თჯდომარეც მგიმო-ს ექსპერტი ნიკოლაი სილაევია. ცენტრი სხვადასხვა საინტერესო საკითხზე სემინარებს ყოველთვიურად მოაწყობს. ამჯერად კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, სემინარი ეკონომიკურ პრობლემებს მიეძღვნა.

ქვეყანაში ეკონომიკური ვარდნის პროცესი გრძელდება: მცირდება ბიზნესის აქტივობა, საინვესტიციო კაპიტალი ტოვებს ქვეყანას, რეალური სექტორი – სოფლის მეურნეობა არ ვითარდება. ეს ყველაფერი კი საბოლოოდ სამუშაო ადგილების კიდევ უფრო შემცირებაში, შესაბამისად, უმუშევრობის ზრდასა და სოციალური რისკების მატებაში აისახება. სიტუაცია არასახარბიელოა. რიგითი მოქალაქეებისთვის თანდათან უფრო რთული ხდება თვიდან თვემდე თავის გატანა, რასაც ჩვენში, უბრალოდ, ოჯახის რჩენას ეძახიან. უკვე რამდენიმე თვეა, ლარის კურსი დოლართან მიმართებაში გამყარდა, მაგრამ ამას სურსათზე ფასების კლება არ გამოუწვევია. ამ და ქართული ეკონომიკის სხვა ჭირ-ვარამზე ეკონომიკური სფეროს ანალიტიკოსებმა კიდევ ერთხელ იმსჯელეს. იმსჯელეს და დაადგინეს, რომ ჩვენი სოციალური უბედურების (რაც პირდაპირ კავშირშია ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობასთან) თავი და თავი მიზეზი სულაც არ არის ეკონომიკური ფაქტორი; ყველაფერი განპირობებულია ქვეყნის ხელისუფლების პოლიტიკით.

ბოლო პერიოდში აქცენტი გადატანილია პოლიტიკურ ჭრილში. თვით ინფლაციაც კი პოლიტიკური საკიხი გახდა და არ ხდება ეკონომიკური ანალიზი.

თუ ბოლო 6 წლის საბიუჯეტო სახსრებს გავაანალიზებთ, აღმოჩნდება, რომ ხარჯების ნახევარზე მეტი მოდიოდა იმ სტრუქტურების დაფინანსებაზე, რომლებიც ემსახურება არსებული სისტემის შენარჩუნებას. აქედან გამომდინარე, რეალურია საფრთხე, რომ სახელმწიფო გახდეს საკუთარი თავისთვის მომუშავე. იმავე ბიუჯეტიდან მხოლდ 9% იხარჯება სოციალურ პროგრამებზე, მაშინ, როდესაც ევროკავშირის ქვეყნებში ბიუჯეტის 30% მიმართულია სწორედ სოციალური პროგრამებისკენ“, – აღნიშნა ექსპერტმა ეკონომიკურ საკითხებში სოსო არჩვაძემ.

სოფლის მეურნეობის წილი ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში შემცირდა 8%-მდე. ამ დროს სოფლად ცხოვრობს ქვეყნის მოსახლეობის 53%, ხოლო სოფლის მეურნეობაში, ჩვენი საკმაოდ უცნაურად მომუშავე სტატისტიკის უწყების ცნობის თანახმად, 48%-ია დასაქმებული. სოსო არჩვაძის განცხადებით, წარმოება ეფექტიანია მაშინ, როცა ერთი დასაქმებული არჩენს საკუთარ თავს და კიდევ ორ სხვა ადამიანს. დღეს სოფლის მეურნეობაში დასაქმებულები კი საარსებო მინიმუმის შესაბამის პროდუქტსაც ვერ ქმნიან.

დემურ გიორხელიძის განცადებით კი, არც თბილისის და სხვა ქალაქების მცხოვრებნი არიან უკეთეს დღეში:

საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 5% ცხოვრობსძალიან კარგად, 9%კარგად, ანუ დაახლოებით 350-400 ათასი კაცია, ვისაც არსებობის პრობლემა არ აქვს. მოსახლეობის 86% კი მხოლოდ სიღარიბის ხარისხით განსხვავდება ერთმანეთისგან.

სოციალური პოლიტიკა ჩვენი ხელისუფლებისთვის მხოლოდ პენსიის მომატებით განისაზვრება. ამ დროს მსოფლიოში სოციალური პოლიტიკა ასე არ გაიგება. აქედან გამომდინარე, დასაქმების პრობლემის მოგვარების არანაირი პერსპექტივა არ არსებობს, რადგან უმუშევრობა რომ დაძლიო ,საჭიროა გონიერი სახელმწიფო პოლიტიკის გატარება. ჩვენს ხელისუფლებას კი ეს პოლიტიკა არ აქვს.

ექსპერტები ხელისუფლების ილუზიად მიიჩნევენ ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტენდენციასაც:

დემურ გიორხელიძე: ბევრს საუბრობენ ეკონომიკურ ზრდაზე, მაგრამ თუ სწორი ეკონომიკური მიმართულებით ვივლით, სამი წელი მაინც გვჭირდება, ომამდელ მაჩვენებელს რომ დაუბრუნდეს ეკონომიკური ზრდა. არასწორი მიმართულებით სიარულისას კი, სამწუხაროდ, ჩვენი ხელისუფლება სწორედ ასე მოქმედებს, 4-5 წელი მაინც დაგვჭირდება.

არსებული მძიმე მდგომარეობა ეკონომიკის შეკუმშვა და კერძო სექტორის დაკნინება, საფინანსო სისტემის დეფექტებიარის ხელისუფლების არასწორი პოლიტიკის შედეგი.

საქართველოში ეკონომიკური პრობლემები აშკარად მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის დაწყებამდე და აგვისტოს ომამდე ადრე გამოიკვეთა. ომმა გადაარჩინა საქართველო. მშინ დახმარების სახით მიღებულმა ფულადმა რესურსმა ხელისუფლებას საშუალება მისცა, რაღაც გაეკეთებინა, თუმცა ის ფული არასწორად გახარჯ. იმ ფულის ნაწილი კერძო სექტორის, ადამიანების ქმედითუნარიანობის შენარჩუნებისთვის უნდა დახარჯულიყო“.  

ფულის დეფიციტს ხელისუფლება არც ახლა განიცდის, დახმარებებსა და გრანტებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, სესხს სესხზე იღებს და ვალს ვალით ისტუმრებს. ბოლო დღეებში სახელისუფლო ვერტიკალის ყველა შტოს წარმომადგენლები სახეგაბადრული ამცნობენ საზოგადოებას, რომ ახალი ევრობონდების გამოშვებით საქართველოს საგარეო ვალების პრობლემა მოიხსნა და 2021 წლამდე შეგვიძლია მშვიდად ვიყოთ. ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის – ნოდარ ჯავახიშვილის განცხადებით კი, ხელისუფლების აღტყინება არაადეკვატურია:

ეს არის მხოლოდ 500 მილიონი. ეს ნამდვილად ვერ მოხსნის ვალის პრობლმას, რადგან მთლიანობაში საქართველოს საგარეო ვალი სხვადასხვა დონორი ორგანიზაციის და ქვეყნების მიმართ წლის ბოლომდე 8 მილიარდს გადააჭარბებს.

ეს ხელისუფლების მორიგი ტყუილია. ბანკშიც კი, თუ სესხის ვადაზე ადრე დაფარვას მოისურვებს დებიტორი, ჯარიმას ახდევინებენ. 2008 წელს გამოშვებული   ევრობონდების მფლობელები რატომ მიიღებენ ვალს ნაადრევად და უარს იტყვიან სარგებელზე? 2 წლით ადრე როგორ უნდა გადაფაროს? მე სერიოზული ეჭვი მაქვს, რომ მავრობა იტყუება. ვფიქრობ, გაუჭირდათ და ეს თნხა ბიუჯეტის ხარჯების და ვალდებულებების დასაფინანსებლადჭირდებათ“, – განაცხადა ჯავახიშვილმა. მისი თქმით, არც ის არის სატრაბახო, რომ საფონდო ბირჟაზე ქართული ევრობონდებით დაინტერესება მაღალია, რადგან ეს ბუნებრივია, როცა სხვა ქვეყნებთან შედარებით მაღალ პროცენტს სთავაზობენ. 7,5% პროცენტი კი ძალიან მაღალია.