პოლიტიკა
შეაჩერეთ პროვოკატორები! - საქინფორმის საგანგებო მიმართვა საქართველოს მთავრობას

   თავისი ათწლიანი საქმიანობის განმავლობაში ქართულ საინფორმაციო–ანალიტიკურ სააგენტო საქინფორმს არ გაუკეთებია არცერთი უპასუხისმგებლო განცხადება ან პროგნოზი. საქინფორმის ყველა მასალა ემყარება არსებული ფაქტების ანალიზს და ნაკარნახევია არა პოლიტიკური დამკვეთებით, არამედ საქართველოს ეროვნული ინტერესებით.

გასული თვის განმავლობაში საქინფორმმა და მისმა მთავარმა რედაქტორმა, პოლიტოლოგმა არნო ხიდირბეგიშვილმა არაერთხელ გააფრთხილეს, რომ საქართველოს ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მისი პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, მათი სატელიტები – პარტიები, რომლებიც ბლოკ ძალა ერთობაშია“ შედიან და მათთან აფილირებული მედია, ტელეკომპანია მთავარარხით სათავეში, ამზადებენ ანტისახელმწიფოებრივ გადატრიალებას. ხელისუფლებაში დასაბრუნებლად ისინი ახდენენ კონფლიქტის პროვოცირებას საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელებსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის, იყენებენ რა მთიანი ყარაბაღის ომს თავიანთი მოღალატური მიზნებისთვის, იმავდროულად წარმოჩენენ თავს აზერბაიჯანის ინტერესების დამცველად.

იმის ნაცვლად, რომ მიესალმონ საქართველოს გენერალური პროკურატურის გამოძიებას, რის შედეგადაც აღმოჩნდა, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის გასწვრივ უზარმაზარი ტერიტორიები უკანონოდ იქნა გადაცემული (შესაძლოა - მიყიდულიც კი) სააკაშვილის კომისიის მიერ აზერბაიჯანული მხარისთვის, მათ შორის მე - VI საუკუნის დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი, მათ კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს საქართველოს ხელისუფლება, რომელმაც „გაბედა“ ამ უდიდესი დანაშაულის - ქართული მიწების გასხვისების გამოძიება!

იმის ნაცვლად, რომ დაამშვიდონ საქართველოს მოსახლეობა და ქართულ მიწაზე არ დაუშვან სომხურ-აზერბაიჯანული და ქართულ-აზერბაიჯანული შუღლის გაღვივება, რისი პრეცედენტი ისტორიას არ ახსოვს, ისინი განზრახ ძაბავენ ვითარებას, მიჰყავთ სპეცრეპორტაჟები მხოლოდ აზერბაიჯანის ტერიტორიიდან, რომელსაც ბომბავენ "ცუდი" სომხები. და სჯერათ, რომ ასეთი იაფფასიანი სპექტაკლით ოფიციალურ ბაქოს გულს მოუგებენ.

   საქინფორმმა მხოლოდ ორი ბოლო ფაქტი მოიყვანა, თუმცა ათეულობით დააფიქსირა, რასთან დაკავშირებითაც მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას:

       ბატონებო!

     თქვენი პირდაპირი მოვალეობაა შეაჩეროთ პროვოკატორების დივერსიული ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები, რომლებიც მზად არიან თავიანთი ვიწრო პარტიული ინტერესებსამშობლო შესწირონ! უმოქმედობა დემოკრატია კი არა, დანაშაულია! ერთხელ მაინც დაფიქრდიარა იმაზე, თუ რას იტყვის დასავლეთი, არამედ იმაზე, თუ როგორ საქართველოუტოვებთ ჩვენს შვილებს და ასე მიიღეთ გადაწყვეტილება! თქვენ გადაარჩინეთ საქართველო ეგრეთ წოდებული "გავრილოვის ღამეს", მაშ გადაარჩინეთ ის კიდევ ერთხელ!

   პროვოატორებისა და კრიმინალების პარტიის - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" - საქმიანობა უნდა აიკრძალოს, ხოლო მის პარტიულ პროპაგანდისტულ ტელეკომპანიას - "მთავარ არხს" - სასწრაფოდ გაეთიშოს ეთერი. საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობაზე უარი უნდა ეთქვას ბლოკ "ძალა - ერთობაშია” პლატფორმაზე მდგარ ყველა პოლიტიკურ პარტიას. მათი ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობის ყველა ფაქტი, რომელიც კვალიფიცირდება როგორც სამშობლოს ღალატი, ან შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსის სხვა შესაბამის მუხლს, უნდა გამოიძიოს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ.

საქინფორმი

2020 წლის 9 ოქტომბერი

საქართველო, თბილისი