სამართალი
საქართველო, 8 ოქტომბერი, საქინფორმი. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორად კობა კობალაძე დაინიშნა.
შესაბამის ბრძანებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ხელი გუშინ მოაწერა.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ყოფილი უფროსი ვლადიმერ იმნაძე საქმიანობას ამავე უწყებაში, სხვა პოზიციაზე გააგრძელებს.