სამართალი
აფხაზეთში კორონავირუსის 49 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ორი პაციენტი

 საქართველო, 6 ოქტომბერი, საქინფორმი. აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 192 ადამიანს, ინფექცია დაუდასტურდა 49 პირს, ორი პაციენტი კი გარდაიცვალა.

ამ დროისთვის გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში მკურნალობს 117 დადასტურებული კოვიდინფიცირებული პაციენტი, მათგან 17 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

სულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 1 765 შემთხვევაა დაფიქსირებული, გამოჯანმრთელდა 640 პაციენტი, გარდაიცვალა 15 მოქალაქე.