პოლიტიკა
დავით ჭიჭინაძე ტრიბუნა-ქდმ-მ პარტიული სია წარადგინა

 საქართველო, 6 ოქტომბერი, საქინფორმი. ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატის მიერ დაფუძნებულმა პარტიამ – დავით ჭიჭინაძე ტრიბუნა-ქდმ-მ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიის პროპორციული სია წარადგინა, რომელსაც სათავეში თავად დავით ჭიჭინაძე უდგას.

ქვემოთ ტრიბუნას პროპორციული სიის პირველი ოცეულია წარმოდგენილი:

დავით ჭიჭინაძე;

კობა ამირხანაშვილი;

ლია მუხაშავრია;

კონსტანტინე კემულარია;

კობა ქანთარია;

ნინო სტურუა;

გენრიხ მურადიანი;

ზურაბ იაშვილი;

თამარ შარანგია;

თენგიზ ჭიქაბერიძე;

გელა კვარაცხელია;

ირმა ყაჯრიშვილი;

დავით რსტაკიანი;

მიხეილ ქავთარაძე;

მარინე თოლომაშვილი;

ვაჟა ჩოხელი;

ზურაბ ნიჟარაძე;

ლია ლომთათიძე;

ვახტანგ გაბუნია;

ჯემალ წულუკიძე.

პარლამენტის მიერ ახლახან მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმად, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე ფორმულით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ამომრჩეველი 150 პარლამენტარიდან 120 (77-ის ნაცვლად) პროპორციული, ხოლო 30-ს (73-ის ნაცვლად) მაჟორიტარული წესით აირჩევს. ასევე, საარჩევნო ბარიერი ერთჯერადად 1%-იანი იქნება. ამასთან, პარტია, რომელიც ხმათა 40%-ზე ნაკლებს დააგროვებს, პარლამენტში მანდატების ნახევარზე მეტს ვერ მიიღებს.