რედაქტორისგან
რუბიკას სომხური კუბიკი, ანუ რატომ ინახავენ სააკაშვილი და კიკაბიძე ჩონჩხებს ერთ კარადაში - არნო ხიდირბეგიშვილი

     “Рубик-джан! Я тебе один умный вещь скажу, только ты не обижайся” (კინოფილმიდან ”Мимино”).

   ეს პუბლიკაცია განკუთვნილი არ არის მათთვის , ვინც დარწმუნებულია, რომ ადრონული კოლაიდერი სომეხმა ანდრანიკმა შექმნა, ხოლო მსოფლიოში პოპულარული თავსატეხი - სომეხმა რუბიკმა. ამის მიუხედავად, სამხრეთ კავკასიის ვითარების ანალიზი, რომელიც სირიის ომის დასრულების შემდეგ ახალცხელი წერტილად იქცა, სომხური ფაქტორი გათვალისწინების გარეშე შეუძლებელია.

რუბიკას სომხური კუბიკი

   სომხები თბილისში, სომხები სამცხე ჯავახეთსა და აფხაზეთში, სომხები სომხეთში, ყარაბაღელი სომხები და სომხები ბაქოელი, სომხები რუსეთში, ახლო და შორეული საზღვარგარეთის ქვეყნებში - ერთმანეთისგან განსხვავდებიან როგორც ფერები რუბიკის კუბიკზე. ამიტომ, ერთი „ფერის“ სომხების შეგროვება „კუბიკის“ ერთ მხარეს (ანუ ერთი საზომით გაზომვა) არ გამოვა.

ყველამ, ვისაც სურს გააცნობიეროს, რა ხდება სამხრეთ კავკასიაში, აუცილებლად უნდა იცოდეს სომხური სპეციფიკა, რომელიც ქართული და აზერბაიჯანულისგან განსხვავებულია, რადგან ტანკი, როგორც პრობლემების მოგვარების არგუმენტი, დღეს არაეფექტიანია. ტანკით შესაძლებელია მხოლოდ დაპირისპირებული მხარეების გაშველებ და კონფლიქტისგაყინვა“, მაგრამ არა მისი მოგვარება. რუსული სამხედრო ბაზები დისლოცირებულია სამაჩაბლოში, აფხაზეთსა და სომხეთში, მაგრამ განა იოტისოდენად მივუახლოვდით კონფლიქტების დარეგულირებას?! ძალისმიერად შენარჩუნებული მშვიდობა რეჟიმი და არა მშვიდობა, რომელიც ადრე თუ გვიან ახალი ომით მთავრდება - უაზრო და უიმედო, როგორც დავის ნებისმიერი ძალისმიერი გადაწყვეტა.

ჰოდა, ვინც საფუძვლიანად შეისწავლა სომხური თემა, იცის, რომ, მაგალითად, თბილისელი სომხები, მართალია არ იბრძოლებენ აფხაზეთში იქაური სომხების წინააღმდეგ, მაგრამ არც ყარაბაღში გაემგზავრებიან აზერბაიჯანელებთან საომრად. თუმცა, ქართველებისგან განსხვავებით, სომხები ერთმანეთს ყოველთვის უჭერედნენ მხარს ნაციონალური ნიშნით მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში. და არასოდეს, ყარაბაღში ომის მიუხედავადაც კი, საქართველოში არასდროს ყოფილა თუნდაც ერთი კონფლიქტი ეთნიკურ ნიადაგზე ადგილობრივ სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის, რომლებსაც დღეს პროვოკატორები, მათ შორის აზერბაიჯანული წარმომავლობის პარლამენტარები, უბიძგებენ იარაღის ხელში აღებისა და ომში წასვლისკენ, ჯერ – ყარაბაღში, შემდეგ კი აფხაზეთში. ასევე - საქართველოს გავლით სომხეთისკენ მიმავალი კომუნიკაციებზე საბოტაჟისკენ ...

სოროსის რევოლუციები კავკასიაში სომხებმა განახორციელეს

   რატომ მოხდაფერადი რევოლუციებისაქართველოსა და სომხეთში, მაგრამ აზერბაიჯანში ჩაიშალა რამდენიმე მცდელობის მიუხედავად? იმიტომ, რომ ისინი განხორციელეს სომხებმა - ზურაბ ჟვანია, მიხეილ სააკაშვილმა და ნიკოლ აშინიანა, არასამთავრობო ორგანიზაციებზე, სამოქალაქო სექტორზე, დასავლეთის ინსტიტუტებსა და მედიაზე დაყრდნობით. ილჰამ ალიევმა ოფიციალურად აკრძალა უცხოელი აგენტების საქმიანობა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე და არ შეუშვა ექსპრეზიდენტი სააკაშვილი, რომელიც იქ "ბროწეულის რევოლუციას" აპირებდა. უფრო სწორად, გააძევა სააკაშვილი ბაქოდან, სადაც ეს უკანასკნელი სპეციალურად ჩავიდა კონფერენციაზე თურქოლოგ დედასთან ერთად, და უკან გაბრუნება არ უნდოდა. ამასთან ერთად, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა იცოდა მისი ყოფილი კოლეგის სომხური ფესვების შესახებ, რომელიც ილჰამ ალიევს ზურგს უკან "თურქმენბაშს" უწოდებდა. ასე უწოდებდა “ნაცმოძრაობის“ ელიტა ყველა, მათი აზრით, ჩამორჩენილი ქვეყნების ლიდერებს, სადაც, თითქოსდა, საერთოდ არ არის დემოკრატია და სუფევს ბნელი დიქტატურა, აზიური და არა ევროპული რეჟიმი.

Skeleton in the closet, ან რატომ ინახავენ მიშა და ბუბა თავის "ჩონჩხებ" ერთ "კარადაში"

   გასულ კვირას გაიმართა „ნაცმოძრაობის“ საარჩევნო სიის პრეზენტაცია, სადაც პირველ ნომრად ბუბა კიკაბიძეა დასახელებული. მიმინოს სააკაშვილთან ანათესავებს ნახევრად სომხური წარმოშობა, რომელსაც ცნობილი ქართველი ესტრადის მომღერალი და მსახიობი არ აფშირებს. ჟვანიასგან განსხვავებით, რომელიც არ მალავდა სომხურ ფესვებს, სააკაშვილი დაკომპლექსებულია თავისი არაწმინდა ქართული წარმოშობით და თავის სომხურ "ჩონჩხს" კიკაბიძესთან ერთად იმავე "კარადაში" ინახავს. თუმცა, დროდადრო, იქიდან იღებს თავის სასარგებლოდ: მათთვის, ვისაც არ უყვარს სომხები, მე სომეხი ვარ!”, - თქვა მან, როცა პრეზიდენტი გახდა, გამოიყენა რა ტაქტიკა ”საუკეთესო თავდაცვა თავდასხმაა”. რის შედეგადაც, სომხებით კომპაქტურად დასახლებული სამცხე ჯავახეთის რეგიონი “ნაცმოძრაობის“ საიმედო დასაყრდენად იქცა. ამავე დროს, სააკაშვილმა თანამდებობიდან გაათავისუფლა რუსთაველის სახელობის თეატრის მთავარი რეჟისორი მხოლოდ საქინფორმთან ინტერვიუსთვის, რომელშიც რობერტ სტურუამ განაცხადა, რომ მიშა სომეხია.

   თუმცა სააკაშვილმა თავისი სომხური წარმომავლობით სპეკულაცირებდა უფრო მერკანტილური მიზნებითაც. როდესაც იმავე 2004 წელს სააკაშვილს პარტიისთვის სახსრები დასჭირდა, მან პრემიერ–მინისტრ ჟვანიას მეშვეობით სომხეთის მთავრობას სთხოვა რამდენიმე ასეული მილიონი დოლარი, სანაცვლოდ სომხეთიდან საქართველოში მაქსმიმალურად მოკლე ვადაში ახალი გზის მშენებლობის პირობა დადო. თუმცა პირობა არ შეასრულა, ხოლო რადგან ვალის დაფარვის პასუხისმგებლობა ჟვანიას ეკისრებოდა, არსებობს ვერსია, რომ იგი განზრახ იქნა ლიკვიდირებული, რათა ფული არ დაბრუნებულიყო...

   2008 წელს სააკაშვილმა ეთნიკურად სომეხი პოლიციის კაპიტანი საქართველოს ეროვნულ გმირად გამოაცხადა, რომელმაც ვითომდა გზა გადაუკეტა ”რუსულ ტანკებს და ისინი ბორჯომში არ შეუშვა”. აგვისტოს ომიდან ერთი თვის შემდეგ კი სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი დააჯილდოვა საქართველოს სახელმწიფო ჯილდოთი - ღირსების ორდენით. თავის მხრივ, პრეზიდენტმა სარგსიანმა ექვსი თვის შემდეგ სააკაშვილს სომხეთის ღირსების ორდენი და ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა. ასეთ პატივში იყო სააკაშვილი სომხეთში - მანამ, სანამ ორიენტაცია არ შეცვალა...

რამდენჯერ შეცვალა სააკაშვილმა ორიენტაცია?

   დღეს სააკაშვილი ფსონს ჩამოდის საქართველოს უკვე სხვა, აზერბაიჯანელებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონზე - ქვემო ქართლზე. როდის და რატომ გაუნაწყენდა სააკაშვილი სომხებს? თანაც, ისე ძალიან, რომ დღეს განაცხადა – აქაოდა, ყარაბაღი აზერბაიჯანის განუყოფელი ნაწილიაო, და წერტილი! რის გამოც მას ჩამოერთვა ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება და მალე ჩამოერთმევა სომხეთის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოც. ხოლო გაბრაზებული "ქართველი" სომხები - თბილისში და ჯავახეთში, რომლებიც ჯერ კიდევ გუშინ აღმერთებდნენ სააკაშვილს - აქაოდა, მიშიკო, რა თქმა უნდა, ნაძირალაა, მაგრამ ჩვენი ნაძირალააო! - 31 ოქტომბერს ხმას "ქართულ ოცნებას" მისცემენ.

   საქმე ისაა, რომ სააკაშვილი საკუთარ თავს სთავაზობდა არა მარტო ალიევს, არამედ ფაშინიანსაც, როდესაც ეს უკანასკნელი ჯერ მხოლოდ ერევნის მთავარ მოედანზე მიტინგის ლიდერი იყო. საქართველოში სოროსის გადატრიალების პროდუქტმა - სააკაშვილმა - ზუსტად გამოთვალა, რომ ფაშინიანი აუცილებლად გაიმარჯვებდა, ამიტომაც მობილურ ტელეფონზე დაურეკა. მაშინ სააკაშვილს ჯერ კიდევ არ ჰქონდა დაბრუნებული უკრაინის მოქალაქეობა და ერევანში ჩაფრენისა და ნიკოლს გვერდით დგომის მგზნებარე სურვილი გამოხატა, გამარჯვების შემდეგ კი სომხეთის მოქალაქეობის თხოვნას აპირებდა. მაგრამ ფაშინიანმა სათანადოდ არ შეაფასა სააკაშვილის სომხური იმპულსი და მხოლოდ ღრმა მადლიერებით შემოიფარგლა - აქაოდა, მადლობა, მიშა-ჯან, მხარდაჭერისთვის, მაგრამ შენი ჩამოსვლის საჭიროება არ არის, ჩვენს საქმეებს თვითონაც მშვენივრად მივხედავთო!

     მეორე ზარი სააკაშვილისგან ფაშინიანისადმი ამ უკანასკნელის პრემიერ–მინისტრად არჩევას მოჰყვა. განსაკუთრებული ცერემონიების გარეშე მიშამ სომხეთში რეფორმების ეროვნული საბჭოს შექმნა შესთავაზა და მის ხელმძღვანელად სააკაშვილის დანიშვნა, "რომელიც ისეთივე ბრწყინვალე რეფორმებს განახორციელებს სომხეთში, როგორც საქართველოში". მაგრამ ფაშინიანმა მას მეორედ თქვა უარი - აუხსნა, რომ ერევანში ჯერჯერობით ვითარება რთულია, საკადრო წმენდა მიმდინარეობს და ამიტომ რეფორმების დრო ჯერ არ დამდგარა. სააკაშვილმა იგრძნო, რომ ფაშინიანი, ისევე, როგორც უწინ ალიევი, თავს არიდებს მას, როგორც ფსიქიკურად დაავადებულს. ამით დასრულდა ქართველი სომხის იმედი, რომ პოლიტიკურ კარიერას წინაპრების ისტორიულ სამშობლოში გააგრძელებდა. სააკაშვილი დაუბრუნდა უკრაინის თემას და კვლავ "უკრაინელი" გახდა....

რატომ მისცეს რუბიკ 26 ბ, ხოლო სააკაშვილს - 9 ბ

   "მცირედ პროგრედიენტული შიზოფრენია, რომელიც წლების განმავლობაში ძლიერ პარანოიდულ აშლილობაში გადაიზარდ, ისტეროიდული ტიპაჟი, ნარცისიზმის კომპლექსით" - ეს მიხეილ სააკაშვილის ოფიციალური დიაგნოზია, რომლის სამედიცინო ანკეტა რაიონული პოკლინიკიდან გაქრა, როგორც კი ეს უკანასკნელი საქართველოში აშშ–ში სწავლის დასრულების შემდეგ დაბრუნდა. დღეს კი სააკაშვილი იმედოვნებს აზერბაიჯანის სწრაფ გამარჯვებას ყარაბაღში, რის შემდეგაც ბაქო და ანკარა, თითქოსდა, მხარს დაუჭერენ მის პარტიას საპარლამენტო არჩევნებში. სოროსული რევოლუციების ავანტიურისტულ კატეგორიებში აზროვნებით, სააკაშვილი საბოლოო ჩამორჩა დროს და არ ესმის, რომ რაკიღა მინსკის ჯგუფის წევრებმა აშშმა, რუსეთმა და საფრანგეთმა - დაადასტურეს ყარაბაღში თურქეთის მიერ იქ გაგზავნილი სირიელი ტერორისტების არსებობა, სამხედრო კონფლიქტი, ადრე თუ გვიან, შეწყდება საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მოტივით. ანტიტერორი, ნარკოტრაფიკი, ტრეფიკინგი და ეკოლოგიური კატასტროფები საყოველთაო გამოწვევებად არის აღიარებული, რომელთა წინააღმდეგაც ბრძოლაში აშშ, ევროპა და რუსეთი ყველაფრის მიუხედავად თანამშრომლობენ. ეს პირველი, პოლიტიკური მიზეზია, რის გამოც საეჭვოა აზერბაიჯანმა ყარაბაღის დაბრუნება შეძლოს.

   «Вы поймите, у нас горы, горы! Ты в зоопарке был? Верблюд видел- რუბიკის ცნობილი ფრაზა „Мимино“-დან მიუთითებს მეორე - უკვე სამხედრო მიზეზზე, რის გამოც ბლიცკრიგი ყარაბაღში არარეალურია, მიუხედავად აზერბაიჯანის უპირატესობისა ტანკებსა და არტილერიაში, რომლებიც ეფექტიანია მხოლოდ დაბლობ ადგილებში. როგორც კი სამხედრო მოქმედებების თეატრი მთიან ლანდშაფტში გადაინაცვლებს, პირველ პლანზე კარგად შეიარაღებული მობილური ჯგუფები წამოიწევენ, როგორც ეს მოხდა ავღანეთსა და ჩეჩნეთში. მთაში შეუძლებელია ფრონტის ხაზის გავლება და ომი შეიძენს გაჭიანურებულ პარტიზანულ ხასიათს. უცხო მთებში, სირიელი ბოევიკები, თუ ისინი იქ ნამდვილად არიან, განადგურდებიან, გამორიცხული არ არის, რომ ამაში სომხებს ვაგნერის ჯგუფი – კერძო სამხედრო კომპანია დაეხმაროს, რომელსაც სირიაში მიღებული მდიდარი გამოცდილება აქვს.

   ”რამდენი სახარებაც არ უნდა უკითხო ერდოღანს თავზე, ის მაინც ტყეში გარბის” - აშშ და რუსეთ, ამაოდ რომ აყლაპესთურქეთის პრეზიდენტის თვითნებობა სირიაში, გამოსასყიდად სამხრეთ კავკასია მას არ გადასცემენ. უბრალოდ, მათი რეაქციები ცოტა შენელებულია: ტრამპისა მოსალოდნელი საპრეზიდენტო არჩევნებისა და კორონავირუსის გამო, რომელიც მელანიასაც გადასდო, ხოლო პუტინი განგებ არ ჩქარობს, ათა აშინიანმა, ისევე როგორც ლუკაშენკომ, სრულად გააცნობიეროს სრული უსუსურობა რუსეთის გარეშე და მომავალში (რაც აშინიანს არ აქვს ისევე, როგორც ლუკაშენკოს) აღარასდროს გაუბედოს რუსებ "პრავების კაჩავი“.

   სიტყვამ მოიტანა და, რატომ ხუჭავს ნატო ალიანსის წევრი ქვეყნის – თურქეთის ტერორისტებთან თამაშებზე? და, ამავე დროს, ნატოს გენერალური მდივანი მუდმივად შეახსენებს საქართველოს დემოკრატიის მაღალი სტანდარტების დაცვის აუცილებლობას, თუ მას ალიანსში შესვლა სურს? ბოლოჯერ გასულ კვირას, როდესაც სტოლტენბერგმა შეახსენა საქართველოს პრემიერს, რომ თბილისმა სუპერ გამჭვირვალე საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩაატაროს. რატომ ასეთი ორმაგი სტანდარტები, განა ნატო, გარდა სამხედრო ბლოკისა, „დემოკრატიული ევროატლანტიკური ღირებულებების სისტემა“ არ არის, როგორც ამას ჩვენს შვილებს სკოლის მერხიდან ასწავლიან?! ესე იგი, სანამ საქართველო ალიანსის წევრობის კანდიდატია, იგი უნდა აკმაყოფილებდეს ამ მოთხოვნებს, და ნატოს წევრი რომ გახდება, შეუძლია მათ თურქეთის მსგავსად მიაფურთხოს?!

კარტები "ქართუს" წინააღმდეგ

     მოგეხსენებათ, რომ არსებობს პოლიტიკური, გეოგრაფიული, სათამაშო, კომპიუტერული და პლასტიკური „კარტები“. რა სახის კარტს თამაშობს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, რომელმაც 2006-2007 წლებში აზერბაიჯანის მხარეს საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის მონაკვეთები მიჰყიდა მე - VI საუკუნის დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან ერთად?! აშკარად – მონიშნულს!

   საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ რუსი კარტოგრაფების მიერ კავკასიაში რუსეთის იმპერატორის ნაცვლის, გრაფ ვორონცოვ-დაშკოვის ბრძანებით შედგენილი ძველი რუქის საფუძველზე დაადგინა, რომ აზერბაიჯანისთის გადაცემული ყველა მონაკვეთი, სამონასტრო კომპლექსთან ერთად, ოდითგან აღინიშნებოდა საქართველოს ტერიტორიაზე და აღძრა სისხლის სამართლის საქმეები სააკაშვილის დროინდელი საზღვრის სადემარკაციო კომისიის წევრების წინააღმდეგ.

   კიდევ რა "კარტები" დარჩა სააკაშვილის მიერ მონიშნულ ბანქოს დასტაში ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ? რა რესურსს ფლობს დღეს მარგინალების ბლოკის „ძალა ერთობაშია“ მეთაური "ქართული ოცნების" წინააღმდეგ? ვისი „IMEDI” აქვს სააკაშვილს, როდესაც გეგმავს ივანიშვილის საქართველოდან განდევნას ქვემო ქართლში პროვოცირებული ეთნიკური კონფლიქტის ნიადაგზე გამოწვეული დესტაბილიზაციის შედეგად? მოდი, გავხსნათ კარტები და ვნახოთ:

   - სააკაშვილის გუნდის მიერ ტირაჟირებულმა, ქართული პოლიციის მიერ სოროსელი "ჟურნალისტის" აფგან მუხთარლის "უხეში დაკავების" ფაქტმა, რომელსაც ვითომდა თავზე ტომარა ჩამოაცვეს, საზღვარზე მიიყვანეს და ბაქოს წარმომადგენლებს გადასცეს, სადაც მას, თითქოსდა, ციხეში წამება ელოდა, ქართველ საზოგადოებაში რეზონანსი ვერ გამოიწვია;

- ჩაიშალა ქართველთა მასობრივი პროტესტის პროვოცირების მცდელობა, რომელთაც აზერბაიჯანელი მესაზღვრეები დავით გარეჯის კომპლექსში შესვლის უფლებას აღარ აძლევდნენ - უფრო მეტიც, აღმოჩნდა, რომ ეს მან მიჰყიდა აზერბაიჯანელებს ქართული მიწა ფასდაუდებელ სიწმინდესთან ერთად;

- ქართველი საზოგადოების მრისხანების გამოწვევა იმით, რომ "რუსმა ოლიგარქმა ივანიშვილმა 9 წლის განმავლობაში არაფერი გააკეთა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დასაბრუნებლად", ასევე არ გამოვიდა, უფრო მეტიც – გამოჩნდა უამრავი მტკიცებულება (დოკუმენტები, აუდიო და ვიდეო), რომლებიც მოწმობს, თუ როგორ მიჰყიდეს სააკაშვილის მინისტრებმა სამაჩაბლო – ოსებს, კოდორი – აფხაზებს, იყოლიებდნენ რუს გენერლებს, აეღოთ ახალგორი და დაებომბათ სტალინის ძეგლი გორის ცენტრალურ მოედანზე;

   - ვერ მოხერხდა აზერბაიჯანელებსა და ქართველებს შორის შეტაკების პროვოცირება ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის გამო, რომელიც ჯერ საბჭოთა კავშირის დროიდან დგას მარნეულში;

- ასევე არ გამოვიდა ქართველებში უკმაყოფილების გამოწვევა აზერბაიჯანელებით, რომლებიც თითქოსდა არ იცავენ ჰიგიენის წესებს და ამიტომ ბოლნისი, დმანისი და მარნეული საქართველოში კორონავირუსის წყაროდ იქცა - დღეს, როდესაც კორონავირუსის მეორე ტალღა დაიწყო, ქვემო ქართლი "მწვანე ზონაა". უფრო მეტიც, ადგილობრივი სომხები მხარს უჭერდნენ აზერბაიჯანელებს და საყვედურობდნენ პროვოკატორებს - აქაოდა, გეყოთ თქვენი ნაციონალისტური ხრიკები და აზერბაიჯანელებს თავი დაანებეთო!

   ჰოდა, გამოდის, რომ ქვემო ქართლში, აზერბაიჯანელი ნარკორეალიზატორების ჯგუფის გარდა, რომელიც, სამწუხაროდ, ჯერ არ დაუკავებიათ - ისევე, როგორც მათი კლიენტურა, ნარკოდამოკიდებულ სააკაშვილს აღარავისი იმედი არ აქვს...

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი

2020 წლის 5 ოქტომბერი
საქართველო, თბილისი