უცხოეთი
რუსეთში სომხეთის ელჩი - სომხეთში მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის ევაკუაციის გეგმები განიხილება

 საქართველო, 29 სექტემბერი, საქინფორმი. სომხეთში მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის ევაკუაციის გეგმები განიხილება, – ამის შესახებ რუსეთში სომხეთის ელჩმა ვარდან ტოგოიანმა რადიოსადგურ „გავარიტ მასკვასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

სომეხი დიპლომატის თქმით, მთიანი ყარაბაღიდან მოსახლეობის ევაკუაციისთვის ჰუმანიტარული კორიდორების შესაძლებლობა მაშინ დადგება, თუ სიტუაცია რეგიონში უფრო გამწვავდება.

„მთელი ამ დღეების განმავლობაში, ბავშვები და ქალები სარდაფებსა და თავშესაფრებში იმყოფებოდნენ. ასეთი საკითხები მუშავდება, თუმცა ვიმედოვნებთ, რომ საქმე აქამდე არ მივა“, – აღნიშნა ტოგოიანმა.

ერევანში ამბობენ, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ნაწილებთან შეტაკებების შედეგად, არაღიარებული მთიანი ყარაბაღის არმიის კიდევ 28 ჯარისკაცი დაიღუპა. მთიან ყარაბაღში არაღიარებული რესპუბლიკის სამხედრო ნაწილებში სულ მსხვერპლის რაოდენობა 59-ს აღწევს.

1tv.ge