პოლიტიკა
არნო ხიდირბეგიშვილი: უცნაური კამპანია

   ამერიკას არ აღმოვაჩენ, თუ ვიტყვი, რომ ქართველებს გვიყვარს ყველაფერში განსაკუთრებული, სხვებისგან განსხვავებული ვიყოთ. და ეს სულაც არ არის გასაკვირი, როდესაც საქმე ეხება ქართულ კულტურას, მრავალხმიანობას, სტუმართმოყვარეობის ან მეღვინეობის ტრადიციებს. მაგრამ როგორც კი საქმე ეხება თანამედროვე მსოფლიოში ქცევის საყოველთაოდ მიღებულ სტანდარტებს, ქართული ”ექსკლუზივი”, როგორც მინიმუმ, გაოცებას იწვევს. მითხარით, გეთაყვა, განა საჭიროა "ველოსიპედის ხელახლა გამოგონება", როდესაც, მაგალითად, საუბარია დემოკრატიის ღირებულებებზე? მათი თავისებურად ინტერპრეტაცია, თუ პრეტენზია გაქვს იწოდებოდე ევროპული ცივილიზაციის ნაწილად და ითხოვ ევროპელი ხალხების "ოჯახის" სრულუფლებიან წევრობას?!

   ერთ თვეში საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება, მაგრამ უახლეს ისტორიას არ ახსოვს ასეთი "ორიგინალური" წინასაარჩევნო კამპანიის ანალოგები! არათუ სხვა ქვეყნებში, საქართველოშიც კი, დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, არ მახსოვს, რომ პარტიებსა და პოლიტიკოსებს თავიანთი კამპანია მხოლოდ კონკურენტების კრიტიკაზე დაეფუძნებინათ, მათ შორის ”წელს ქვემოთ“ დაერტყათ არაკორექტული მეთოდებით, რომლებიც ქართველებს ნამდვილად არ შეშვენი! გაყალბებულ ფაქტებთან აზელილი ჭორები, ”საიდუმლო” მასალების გასაჯაროება, რომელიც პოლიტიკური ოპონენტებისა და მათი ოჯახის წევრების პირად ცხოვრებას უკავშირდება, სპეკულაცია რეალურ შეცდომებზე აშკარა გაყალბებასთან ერთად ...

   და სად არის პარტიათა პროგრამები, რომლითაც ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები მიდიან არჩევნებზე მოქმედი ხელისუფლების შეცვლის მიზნით? რის საფუძველზე უნდა მიანიჭოს მათ უპირატესობა ამომრჩეველმა? რით შეიძლება პარტიები განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან, თუ არა მათ მიერ აღებული ვალდებულებებით, რაც მათ პროგრამებშიდაფიქსირდებული?! აი ამიტომაც გვხვდება ზოგიერთი პარტიის სახელწოდებაში მათი ლიდერების სახელებდა გვარები - რათა პროგრამების არარსებობის შემთხვევაში, ისინი, უნებლიედ, ერთმანეთში არ აერიოთ! როგორც ხედავთ, დღეს ქართველ პოლიტიკოსებს თავიანთი ამომრჩევლისთვის თავისი ღიმილიანი ფეისის გარდა არაფერი აქვთ შესათავაზებელი - აქაოდა, ირჩიე მე, შენი ხვალინდელი დღე!

კარგი, არ მივცემთ ხმას „ქართულ ოცნებას“, მაგრამ ვინ და როგორ შეაჩერებს ინფლაციასდა დევალვაციას, კორონავირუსსდა მიგრაციას, სიღატაკესა და უმუშევრობას?“, –მეკითხებიან აშშ-დან და რუსეთიდან, კავკასიისა და თანამეგობრობის ქვეყნებიდან, მეკითხებიან კოლეგები და მუდმივი მკითხველები, პოლიტიკოსები და ექსპერტები, მეკითხებიან თბილისელები და მთელს მსოფლიოში გაფანტული ქართველი ემიგრანტები. მეკითხებიან არა უსაქმურობისა და სიბრაზის გამო, არამედ რათა ბოლოს და ბოლოს გადაწყვიტონ - ვის მისცემენ ხმას? ვინ, რომელი პოლიტიკური ძალა, რა კონკრეტულ რეფორმებს გეგმავს არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, რათა ისინი, რაც შეიძლება მალე, სამშობლოში დაბრუნდნენ?!

   რა ვუპასუხო? რომ ქართველი პოლიტიკოსები იმდენად გაზარმაცდნენ, რომ თავსაც არ იწუხებენ საკუთარი წინასაარჩევნო პროგრამების მოსამზადებლად?! მაშ, ვისი, ან რისი იმედი აქვს ე.წ. ქართულ ოპოზიციას? ვინმეს შეუძლია დაასახელოს პრეცედენტი განვითარებულ ან განვითარებად ქვეყნებს შორის, როდესაც არც ერთმა პარტიამ არ წარმოადგინა თავისი საარჩევნო პროგრამა, თუმცა არჩევნებამდე თითზე ჩამოსათვლელი დღეებიღა იყო დარჩენილი? "ჩვენი პროგრამა მომზადების პროცესშია!", - დასწავლილივით პასუხობენ უკლებლივ ყველა პარტიის ოფისში, თუკი საერთოდ ინებეს ზარზე პასუხის გაცემა. აი ნახავთ, ამ პუბლიკაციის წაკითხვის შემდეგ, რამდენიმე ოპოზიციური პარტია გამოაქვეყნებს საკუთარ, კონიუნქტურის გათვალისწინებით დაწერილ წინასაარჩევნო პროგრამას! მაგრამ ვის რაში სჭირდება ისინი ზედ არჩევნების წინ?!

   ნუთუ ქართულ პარტიებში ფიქრობენ, რომ მარტო სლოგანი მათ პარტიულ ბანერებზე რულებით საკმარისია?! ნუთუ მართლა სჯერათ, რომ "პლებსი ამას ჭამს"?! ნუთუ მიაჩნიათ, რომ მხოლოდ ხელისუფლების "მხილება" უუნარობასა და "რუს ოკუპანტებთან თანამშრომლობაში" ტელერგოლებში უპირობო გამარჯვების გარანტიაა?! ნუთუ ქართველი ოპოზიციონერები ასეთი დაბალი აზრის არიან ქართველ ხალხზე, რომელმაც ისინი საქართველოს ხელისუფლებაში ოთხი წლის ვადით უნდა აირჩიოს?! ნუთუ ამდენად მიამიტები არიან, რომ მართლაც სჯერათ მათ მიერვე შეკვეთილი სოცგამოკითხვების, რომელთა შედეგებიც, გასაგები მიზეზების გამო, მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისგან?! წარმოგიდგენიათ, როგორი მმართველები იქნებიან, თუ მართლამოვლენ ხელისუფლებაში?! როგორ უნდა ნდოთ ჩვენბედპოლიტიკანებს მხოლოდ მათი ლამაზი "თვალების", ანუ სიტყვების საფუძველზე, როგორ უნდა დავიჯეროთ, რომ ხალხზე გული ნამდვილად შესტკივათ?! საქართველოს მთელი უახლესი ისტორია არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ ამის გაკეთება არ შეიძლება!

   მოდით, ნუ ვითამაშებთ "ფრთიანი ანგელოზების" როლს - საქართველოში "ყველა მზარეულმა" იცის, რომ ქართველი პოლიტიკოსები ფრთხიან პროგრამების გამოქვეყნებას, რათა შემდეგ არ გაებან მახეში! აქაოდა, ბოლო თვეში რომ შეიცვალოს პოლიტიკური კონიუნქტურა, საკუთარ სიტყვებს უკან როგორ წავიღებთ, თუ ისინი ქაღალდზე იქნებდაფიქსირებული?! ან ერთი კვირით ადრე ჩვენი მეტოქეები "კულისებში" რომ შეთანხმდნენ ალიანსზე, განზე ხომ არ დავრჩებით?! რა ვუყოთ მერე ამ წყეულ პროგრამას, დოკუმენტები ხომ არ იწვიან?! როგორ წავიღოთ უკან ჩვენი სიტყვები, რათა არ გადავიქცეთ "მოუხელთებელ ჯოდ", რომელიც არავის სჭირდება?! ხოლო თუ ნეიტრალურ პროგრამას შევადგენთ, რომლითაც „არც მწვადს დავწვავთ და არც შამფურს“, მაშინ ხომ უინტერესო გავხდებით რეალური და პოტენციური სპონსორებისა და პარტნიორებისთვის, უინტერესო – დასავლეთისთვისაც, რუსეთისთვისაც და ელექტორატისთვისაც...

   აი ამიტომაც ქართველმა ოპოზიციონერებმა უხვი მოსავლის აღების დროს - არა ყურძნის, არამედ დოლარების, რასაც საქართველოში ნებისმიერი არჩევნები წარმოადგენს! - გამოიგონეს "ნოუ-ჰაუ": რა საჭიროა გარისკვა, საერთოდაც ვის რაში სჭირდება ეს პროგრამები, ვის სჯერა მათი და ვინ კითხულობს?! ობივატელს რეალურად უჭირს, ამიტომაც განსასჯელი ინფორმაციის, პროგრამებისა და სხვა "სულიერი საზრდოს" ნაცვლად, მივცემთ "პურს, ჩვენსას არსობისას”- რამდენიმე ათეულ ლარს, რომ ეყოთ ძალა საარჩევნო უბანზე მისასვლელად და საჭირო ნომრის შემოსახაზავად! მერე კი - ქვა ქვაზე ნუ დარჩენილა...

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი

2020 წლის 28 სექტემბერი
საქართველო, თბილისი

წყარო: NEWS FRONT