პუბლიკაციები
„არაკონკურენტული ბრძოლა“ - საქინფორმი მკითხველის წერილს აქვეყნებს

 საქართველო, 28 სექტემბერი, საქინფორმი. ”საქართველოში გაგანია საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს, ვნებების სიმძაფრე იმატებს, რაც გავლენას ახდენს საარჩევნო რბოლის წარმოების მეთოდებზე. საბედისწერო თარიღის მოახლოების კვალდაკვალ, პროცესის ძირითადი მონაწილეების ქცევა ისტერიულ ფარსს უფრო მეტად ემსგავსება, ვიდრე პატიოსან და, რაც მთავარია, დემოკრატიულ ბრძოლას.

ვითარების შემდგომი გაუარესების თავიდან ასაცილებლად, ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციის უმრავლესობასთან (გაერთიანება ძალა ერთობაშია“) დადო შეთანხმება საპარლამენტო არჩევნების პერიოდში ქცევის ნორმების დაცვის შესახებ. კოდექსის რეკომენდაციები ეთიკური ხასიათისაა და "სუფთა და გამჭვირვალე" საარჩევნო პროცესისკენ მოუწოდებს. თუმცაღა, ამ საკითხშიც ჩაერთნენ ამერიკული ინსტიტუტები - USAID და IRI, რომელთა საქმიანობაც ბევრ კითხვას იწვევს მოსახლეობაში. უცხოელი პოლიტტექნოლოგები საქართველოს ცესკოსთან ერთად მუშაობდნენ.

აღსანიშნავია, რომ კოდექსის ცალკე თავი ეთმობა მხარეებს შორის პატიოსან კონკურენციას, რაც, ფაქტობრივად, აქამდე პრაქტიკულად არ იყო დაცული. პოლიტიკური ოპონენტები მედიაში მუდმივად ლაფს ესვრიან ერთმანეთს, გადადიან ღიად შეურაცხყოფაზე. მაგალითად, რესპუბლიკური პარტიის წევრის დავით ბერძენიშვილის სკანდალური განცხადება - ""ოცნება "მზადაა, რომ უკანალში პანჩური ამოარტყან!" - უფრო მეტ შეცბუნებას იწვევს, ვიდრე მხარდაჭერას. როგორ შეიძლება ასეთი "პიროვნებები" ქართველი ხალხის ინტერესებს წარმოადგენდნენ, გაუგებარია ...

ხშირად პოლიტფორმირებების ხმამაღალ ბრალდებებს ფაქტობრივი საფუძველი არ აქვს. მათი მიზანია რაც შეიძლება მეტად გააშავონ მოწინააღმდეგე არარსებული ფაქტებით, რათა თავად ამომრჩევლების თვალში ქულები ჩაიწერონ. და არა აქვს მნიშვნელობა, რომ ეს ყველაფერი განზრახ არის გამოგონილი, მთავარია, რომ კარგად ჟღერს!

ამ მხრივ, თვალსაჩინო ფაქტს წარმოადგენს რადიკალური ოპოზიციური პარტიების ქმედებები საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ (სპა) ნამდვილი დევნის საქმეში. ოპოზიცია პატიოსანი ბრძოლის მეთოდებს (ამომრჩევლებთან მუშაობა, რეალური ქმედებები საზოგადოების საკეთილდღეოდ და ..) კი არ იყენებს, არამედ ცდილობს კონკურენტის თავიდან მოშორებას გენერალური პროკურატურის დახმარებით, აგზავნის რა იქ განაცხადს სპა–ს დაფინანსების კანონიერების შესახებ. მათი აზრით, პარტიის დაფინანსება ხდება უცხოეთიდან, რაც აკრძალულია საქართველოს კანონმდებლობით. მტკიცებულებად მოყვანილია მიხეილ ხოდორკოვსკის ინტერნეტ პორტალ "დოსიე"ზე განთავსებული სტატია, რომელიც, საგულდაგულო განხილვისას, წარმოადგენს უტყუარობას მთლიანად მოკლებული ფაქტების ნაკრებს. დოკუმენტებზე, წერილებსა და ხარჯთაღრიცხვაზე, რომელთაც რეალურად ასაღებენ, არ არსებობს ბეჭედი, ხელმოწერები ან რაიმე საიდენტიფიკაციო ნიშნები.

"უდავო მტკიცებულებები" ემყარება შედარებით მართალ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სპა–თვის მუშაობს რუსი პოლიტექნოლოგი. მართლაც, გამოძიების შემდეგ, პატრიოტთა ალიანსმა დაადასტურა ეს ფაქტი და დასძინა, რომ მათთან კიდევ 4 პოლიტტექნოლოგი თანამშრომლობს, 4 – აშშ–დან და 2 – ისრაელიდან. სხვათა შორის, ასეთი პარტნიორობა კანონით არ იკრძალება და ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზეც“ თავის დროზე ბელორუსი პოლიტტექნოლოგი ვიტალი შკლიაროვი მუშაობდა. რატომ განზრახ იქნა გამოტოვებული ეს მომენტი, ასევე გაუგებარია.

გარდა ამისა, "გამანადგურებელ გამოძიებას" მოჰყავს არასანდო დოკუმენტები, რომლებიც დამოუკიდებლად დაბეჭდილია Word- ში ან Excel- ში, შემდეგ კი უშნოდ არის გადაღებული ფოტოაპარატით. მაშინაც კი, თუკი მათ უტყუარად მივიჩნევთ, ჩნდება კითხვა, როგორ მოხვდისინი მათ ხელში? ნუთუ მილიარდერმა ხოდორკოვსკიმ, რომელიც რუსეთის მართლმსაჯულებას ემიგრაციაში გაიქცა, შეძლო კრემლის ჩინოვნიკებისა, ან რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომლებისა და მათთან დაკავშირებული პოლიტტექნოლოგების მოსყიდვა?!

აშკარა დაკვეთა დაუყოვნებლივ აიტაცეს ისეთმა ოპოზიციურმა პარტიებმა, როგორიცაა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და ევროპული საქართველო, ასევე რიგმა სხვა, 1% რეიტინგის მქონე პოლიტიკურმა მოძრაობებმა. ხშირი სოცგამოკითხვების თანახმად, ოპოზიცია ვერ ოაგროვებს საკმარის ხმას უმრავლესობის შესაქმნელად, ამიტომ მათ ძალიან სჭირდებათ დამატებითი ხმები, გადაუმოწმებელი ან შეგნებულად ყალბი ინფორმაციის გავრცელება. ძალაუფლებისაკენ ლტოლვა იმდენად მაღალია, რომ მათი კავშირები ინგრევა, მაშინაც კი, როდესაც საქმე ეხება ერთ ხმას ან დეპუტატის სავარძელს. თუკი ისინი ასე ექცევიან "თავიანთ" თანამოაზრეებს "ქართული ოცნების" წინააღმდეგ ბრძოლაში, მაშინ უკეთესად, ან, თუმდაც, ღირსეულად სხვებს როგორ მოექცევიან?

არავინ დაობს - აგიტაცია ნებისმიერი არჩევნების განუყოფელი ნაწილია. ეს არის საკმაოდ აქტიური პოლიტიკური პროცესი, რომელიც, მიუხედავად ამისა, არ უნდა სცილდებოდეს საყოველთაოდ მიღებული ეთიკის ნორმებს. საპარლამენტო ფრაქციები, რომლებიც ამ ნორმებს არღვევენ, დისკრედიტაციას უწევენ, პირველ რიგში, საკუთარ თავს თავისივე ამომრჩევლის თვალში. ეს ასევე უარყოფითად მოქმედებს ქვეყნის იმიჯზე საზღვარგარეთ, რადგან პარლამენტი არის სახელმწიფოს სახე, მისი საყრდენი! მხოლოდ პატიოსან კონკურენტულ ბრძოლაში შვება ძალა, რომელსაც შეუძლია უპასუხოს საქართველოს წინაშე მდგარ გამოწვევებს, უზრუნველყოს მისი განვითარება და აყვავება”, - წერს ზაზა კობიაშვილი, მკითხველი თბილისიდან, საქინფორმის ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნილ წერილში.

საქინფორმისგან: ბათუმში ერთ – ერთი ოპოზიციური პარტიის აქტივისტებმა გააკრეს პოსტერები, სადაც პარტიპატრიოტთა ალიანსისლიდერების სახეების ნაცვლად გამოსახულია რფის პრეზიდენტი (იხ. ზედა ფოტოზე). აქციის ორგანიზატორები თავიანთ ქმედებებს ხსნიან იმით, რომ პატრიოტთა ალიანსისწინასაარჩევნო ბანერებზე, რომლებიც მათ მანამდე ჩამოგლიჯეს, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი წითლად არის აღნიშნული, როგორც ოკუპირებული ტერიტორიები, ასევე წითელი ისრებით არის აღნიშნული აჭარის ტერიტორია, რომლის მიმართაც ”გულგრილი” არ არის თურქეთი (იხ. ქვემოთ მოცემულ ფოტოზე).

   გვერდზე გადავდოთ ასეთი ქმედებების კანონიერების საკითხი და დავსვათ ლოგიკური კითხვა: ნუთუ ეგრეთ წოდებულ ქართულ ოპოზიციაში რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამაჩბლოს ოკუპაციის უარყოფა დაიწყეს?! თუ არაფერი სმენიათ წარსულში თურქეთის იურისდიქციაში გადაცემული ოდინდელი ქართული მიწების შესახებ?!