საზოგადოება
საქინფორმმა იაპონიის საელჩოდან მოწვევა მიიღო

japan-flag1მიუხედავად 11 მარტის ტრაგედიისა, რომელმაც წარმოუდგენელი მატერიალური და ფსიქოლოგიური ზიანი მიაყენა იაპონელ ხალხსა და მთავრობას, ისინი მაინც განაგრძობენ საქართველოს დახმარებას.

დღეს, 15 აპრილს, 11 საათზე, მარნეულის საკრებულოში გაიმართება „ნარჩენების მართვის გაუმჯობესების“ პროექტის გახსნის ცერემონია. პროექტს გახსნის მისი აღმატებულება, იაპონიის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ბატონი მასაიოში კამოჰარა. ცერემონიას, ასევე, დაესწრებიან ცენტრალური მთავრობის მაღალჩინოსნები, ადგილობრივი მთავრობისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.

პროექტი წარმოადგენს იმ 362-მილიონდოლარიანი დახმარების ნაწილს, რომელსაც იაპონიის მთავრობა იაპონელი ხალხის სახელით 1998 წლიდან ახორციელებს საქართველოში.

როგორც მოწვევაშია აღნიშნული, მარნეულის რაიონში იაპონიის მთავრობის მიერ გამოყოფილი „გრასრუტებისა და ადამიანთა უსაფრთხოების გრანტის“ ფარგლებში დაფინანსებული ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროექტის გახსნის ცერემონიას დაესწრება იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, მისი აღმატებულება ბ-ნი მასაიოში კამოჰარა, ასევე, საქართველოს ცენტრალური მთავრობის, ადგილობრივი მთავრობისა და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ზემოხსენებული პროექტის საგრანტო კონტრაქტს ხელი მოეწერა 2009 წლის 20 ოქტომბერს იაპონიის საელჩოსა და არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის“ (Civic Development Institute) მიერ. პროექტის მიზანია, გააუმჯობესოს ნარჩენების მართვის სისტემა ნარჩენების მზიდი ავტომობილებისა და ნაგვის ურნების მიწოდებით. აღნიშნული პროექტით იხეირებს ქალაქ მარნეულის 20 100 მცხოვრები, პროექტის ბიუჯეტი კი 85,222 აშშ დოლარია.

„გრასრუტებისა და ადამიანთა უსაფრთხოების საგრანტო პროგრამა“ (GGP) დახმარებას უწევს შედარებით მცირემასშტაბიან პროექტებს, რომლებიც განხორციელებულია მუნიციპალიტეტების, სამედიცინო დაწესებულებების, სასწავლო დაწესებულებებისა და არასამთავრობო სექტორის მიერ, რომელთა პირდაპირი მიზანია საქართველოს ხელმოკლე მოსახლეობის ცხოვრების სტანდარტების გაუმჯობესება. ეს პროექტები შეიძლება განხორციელდეს ჯანდაცვის, დაწყებითი და საშუალო განათლების, სოციალური და გარემოს დაცვის, სიღარიბის დაძლევისა და შემოსავლების სფეროებში. 1998 წლიდან საქართველოში GGP-ს 103 პროექტი განხორციელდა, რომელთა საერთო ღირებულება 8,370,097 აშშ დოლარია. სულ იაპონიის ოფიციალური განვითარების დახმარებამ საქართველოსთვის 362 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია ისეთი სფეროებისთვის, როგორიცაა ეკონომიკური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, სოფლის მეურნეობის სექტორი, სოციალური სექტორი, კულტურული სფერო და ადამიანური რესურსების განვითარება.

 

Embassy of Japan

Krtsanisi, 7d, Tbilisi, Georgia 22

14 April 2011

Press Release

 

Opening Ceremony of the Project for Improvement of Waste Management System in Marneuli City of Marneuli District within the Framework of “Grassroots and Human Security Grant Assistance Programme” provided by the Government of Japan  

At 11:00 a.m., on April 15th, 2011, the Opening Ceremony will be held in the city hall of Marneuli city (Rustaveli Street 73, Marneuli city) concerning the Project for Improvement of Waste Management System in Marneuli City of Marneuli District, which has been implemented within the framework of “Grassroots and Human Security Grant Assistance Programme” of the Government of Japan. The Ceremony will be attended by H.E. Mr. Masayoshi KAMOHARA, Ambassador Extraordinary and Plenipotentiary of Japan to Georgia, representatives of Georgian government, municipality and members of related organizations.

The Grant Contract of the above-mentioned project was concluded on October 20th, 2009 between the Embassy of Japan and NGO Civic Development Institute. The aim of the project is to improve the waste management system by providing waste trucks as well as waste bins. It is expected that about 20,100 residents who live in Marneuli city would directly benefit from the said project. The budget scale of this project is 85,222 USD.

The “Grant Assistance for Grassroots and Human Security Projects” (GGP) provides assistance to relatively small projects implemented by municipalities, medical institutions, as well as NGOs and aims at improving the living standards of Georgian people. It applies to projects in the field of public health, education, social protection, environment and poverty reduction. Since 1998, one hundred and three GGP projects have been implemented in Georgia totaling 8,370,097 USD. The size of Japan’s Official Development Assistance to Georgia has reached over 362 million USD, covering a wide spectrum of areas such as improvement of economic infrastructure, agricultural and social sectors, culture and human resource development.