რელიგია
რომის პაპი - კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა პირველ რიგში, ღარიბებმა უნდა მიიღონ

 საქართველო, 28 სექტემბერი, საქინფორმი. ღარიბები პირველები უნდა იყვნენ, ვინც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას მიიღებენ, - Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა.

ვატიკანიდან გაერო-ს გენერალური ასამბლეის ვიდეომიმართვაში სიტყვით გამოცვლისას პაპმა აღნიშნა, რომ გლობალურმა პანდემიამ საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და ვაქცინებზე ხელმისაწვდომობის აუცილებლობას გაუსვა ხაზი.

როდესაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მზად იქნება, საზოგადოების ყველაზე ღარიბმა და სუსტმა წევრებმა პრივილეგირებული მკურნალობა უნდა მიიღონ. თუ ვინმე უპირატეს მდგომარეობაში უნდა იყოს ჩაყენებული, დაე, ეს ყველაზე ღარიბები, ყველაზე დაუცველები იყვნენ, ისინი, რომლებიც ხშირად დისკრიმინაციას განიცდიან, რადგან მათ არც ძალაუფლება და არც ეკონომიკური რესურსები არ გააჩნიათ", - აღნიშნა პაპმა.