საზოგადოება
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2897 ლარი გახდა

 საქართველო, 25 სექტემბერი, საქინფორმი. 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2897 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გუშინდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2897 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 3.2641 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0256 შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.8292 ლარია. მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 3.8226 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0066 ლარი შეადგინა.

გუშინდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში დღეს შევა.