საზოგადოება
საქართველო, 25 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოში კორონავირუსის 259 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსის 4 399 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 62-ით გაიზარდა და 1705-ს შეადგენს.
კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 25 ადამიანია გარდაცვლილი. მათგან ორი გუშინ გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 390 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 836 ადამიანი. კოვიდსასტუმროებში იმყოფება 640 მოქალაქე.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.