პოლიტიკა
ბურჯანაძე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პირობას დებს

 საქართველო, 25 სექტემბერი, საქინფორმი. ”სამარცხვინოა, როდესაც შეხვედრაზე პრემიერმინისტრი საერთოდ არ ახსენებს ბორდერიზაციას, თითქოს ეს ტერიტორია ჩვენი ნაწილი არ ყოფილა!”, – განაცხადა ბრიფინგზე „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ. “მე შემიძლია გადავდგა კონკრეტული ნაბიჯები, რათა პირველ ეტაპზე შეწყდეს უკანონო ბოერდერიზაცია საქართველოს ტერიტორიაზე და შემდეგ, მომდევნო ეტაპებზე, ყველაფერი ვიღონოთ, რომ ქვეყნის ტერიტორიიდან მავთულხლართები მოვაშოროთ... დიახ, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს პრობლემა ჩემი ძალით და გამოცდილებით მოგვარდება“, - განაცხადა ბურჯანაძემ

არიამაჟორიტარები, რომლებსაც ნამდვილად აქვთ არჩევნების მოგების შანსი. მაგალითად, ნიკა მელიას, ნამდვილად აქვს ამის შანსი, ასევე გრიგოლ ვაშაძეს ქუთაისში“, – უპასუხა ბურჯანაძემ ქართველი ჟურნალისტების კითხვას, და ამით მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტის დეპუტატობის კანდიდატებს, სააკაშვილის პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებს.

23 სექტემბერს რია ნოვოსტისთან ინტერვიუში კი ბურჯანაძემ, კერძოდ, აღნიშნა: ”ჩვენ მალე წარმოვადგენთ ჩვენს პროგრამას, ის არის მკაფიო და სერიოზული. ექსპერტებმა ის უკვე შეაფასეს და ყველა პოლიტპარტიას შორის საუკეთესო აღიარეს ... მე მაქვს ძალიან სერიოზული კონტაქტები დასავლეთში, აღმოსავლეთშიც, სამხრეთშიც და, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ჩრდილოეთშიც. მეყოფა გამბედაობა და სიმამაცე, დავიწყო პირდაპირი დიალოგი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან. ეს ჩემთვის ძალიან ახლობელი ხალხია. აფხაზებმა კარგად იციან, რომ ბევრისგან განსხვავებით, მე არ ვიყენებ აფხაზურ თემას პიარისა და ინტერესებისათვის, განსაკუთრებით არჩევნების წინ. ამის გაკეთება შემიძლია, მკაფიოდ შემიძლია ვთქვა, რაში ვიყავით დამნაშავეები და რა იყო ჩვენი შეცდომა. ეს არ ნიშნავს, რომ მხოლოდ ჩვენ, ქართველები ვართ დამნაშავე, მაგრამ რადგან ჩვენ ტიტულიანი და უფრო მრავალრიცხოვანი ერი ვართ, პირველ რიგში, უნდა ვაღიაროთ, რა გავაკეთეთ არასწორად და რატომ ვაწყენინეთ ჩვენ აფხაზ და-ძმებს. მე შემიძლია ამის გაკეთება. მე ამის ნებისყოფა, გამბედაობა და გამოცდილება მაქვს ... გარდა ამისა, დარწმუნებული ვარ, რომ შემიძლია ისე გავაკეთო, რომ რუსეთმა ამ პროცესში დადებით როლ თამაშოს”.

საქართველოს ნატოში გაწევრიანება არარეალისტურია”, - აღნიშნა ბურჯანაძემ, უპასუხა რა შესაბამის კითხვას, ”დიახ, იყო ინტეგრაციის შანსი 2008 წლამდე, მაშინ სხვა სიტუაცია იყო და სხვა მსოფლიო. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა შევწყვიტოთ ალიანსთან თანამშრომლობა ... საქართველომ უნდა ითანამშრომლოს ნატოსთან, მაგალითად, ავღანეთში მისიის კონტექსტში ... არის მომენტები, სადაც თანამშრომლობა სავალდებულოა, და არის მომენტები, სადაც კორექციაა საჭირო ... საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ შეინარჩუნოს ნორმალური, სერიოზული და პარტნიორული ურთიერთობები დასავლურ სამყაროსთან და ასევე ნორმალური ურთიერთობები ჰქონდეს რუსეთთან. ეს არ არის ურთიერთგამომრიცხავი რამ”, - მიაჩნია ბურჯანაძეს.