პოლიტიკა
გიორგი გახარია 29 სექტემბერს იენს სტოლტენბერგს შეხვდება

 საქართველო, 25 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ნატო-ს გენერალურ მდივანს შეხვდება.

ინფორმაციას ჩრდილოატლანტიკური ალიანსის პრესსამსახური ავრცელებს.

პრესრელიზის მიხედვით, იენს სტოლტენბერგი გიორგი გახარიას ბრიუსელში 29 სექტემბერს უმასპინძლებს, პრემიერთან ერთად ნატო-ს სათაო ოფისს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანიც ეწვევა.

შეხვედრის შემდეგ მხარეების ერთობლივი განცხადებებიც არის დაგეგმილი.