სამართალი
კელი დეგნანი - შესაძლოა რუსეთმა საქართველოსთან მიმართებით დეზინფორმაციის კამპანიის გაგრძელება სცადოს

 საქართველო, 24 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის შეფასებით, შესაძლოა, რუსეთმა საქართველოსთან მიმართებით დეზინფორმაციის კამპანიის გაგრძელება სცადოს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოს მთავრობა ამ საკითხს სერიოზულად ეკიდება.

"რა თქმა უნდა, ყველა ყურადღებით აკვირდება მიმდინარე პროცესებს, რადგან მაღალი მოლოდინი არსებობს. რაც შეეხება დეზინფორმაციის თემას, ჩვენ რუსეთისგან გვინახავს ასეთი ტიპის საზიანო ქმედებები სხვადასხვა ქვეყნის არჩევნებში, ევროპასა და ასევე, აშშ-ში. შესაბამისად, ალბათ, არის იმის შესაძლებლობა, რომ იგივე გააგრძელოს საქართველოში. ვფიქრობ, რომ საქართველოს მთავრობა ამ საკითხს სერიოზულად უდგება და ასევე საზოგადოებაც. ძალიან მნიშვნელოვანია არასწორ ინფორმაციაზე სწორი რეაგირება და იმ საკითხისადმი სიფრთხილე, რაც ქვეყნის საზიანოდ არის მიმართული", - განაცხადა დეგნანმა.