აქტუალური
კორონავირუსის 218 ახალი შემთხვევიდან 137 აჭარაში დადასტურდა, თბილისში კი 47

 საქართველო, 23 სექტემბერი, საქინფორმი. ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსის 218 ახალი შემთხვევიდან 137 აჭარაში დადასტურდა, თბილისში კი 47.

დაგვემატა 218 ახალი შემთხვევა და ჯამში გახდა 3913 დადასტურებული შემთხვევა. კვლავ ლიდერობს აჭარა, იქ 137 შემთხვევაა, თბილისში 47 ახალი შემთხვევა გვაქვს, სამეგრელო-ზემო სვანეთში-6, იმერეთში-26, გურიაში კი 2 ახალი შემთხვევა გვაქვს.

გამოჯანმრთელებულების რაოდენობა კი 40-ით გაიზრდა, ჯამში გამოჯანმრთელებულების პროცენტრული მაჩვენებელი 50%-ზე ნაკლებია.

დღევანდელი მონაცემებთ, ჯამში გვყავს 16 კრიტიკული პაციენტი, კოვიდცენტრებში მკურნალობის ეტაპზე მყოფი პაციენტების რაოდენობას ზუსტად ვერ მოგახსენებთ. მძიმე პაციენტები არიან, მაგრამ ამ ეტაპზე ზუსტ მონაცემებს ვერ გეტყვით“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.