აქტუალური
ფინანსთა სამინისტრომ 80 მლნ ლარის ფასიანი ქაღალდები გაყიდა

 საქართველო, 23 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტრომ 22 სექტემბერს გამართულ სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 80 მლნ ლარის ნომინალური ღირებულებისა და 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

სებ-ის ცნობით, აუქციონში მონაწილეობა ხუთმა კომერციულმა ბანკმა მიიღო და მოთხოვნამ 151 500 000 ლარი შეადგინა.

ამავე ინფორმაციით, აუქციონზე, მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.280%, მაქსიმალური 8.450%, საშუალო შეწონილი კი – 8.300% იყო.