უცხოეთი
საქართველო, 22 სექტემბერი, საქინფორმი. სომხეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 121 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. საერთო ჯამში, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, სომხეთში „კოვიდ-19“-ის 47 552 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსით ექვსი ადამიანი დაიღუპა. საერთო ჯამში, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, დაღუპულია 936 ადამიანი, სხვა დაავადებით კი საერთო ჯამში 287 კოვიდინფიცირებული დაიღუპა.
1tv.ge