საზოგადოება
ცესკო-მ საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა

 საქართველო, 21 სექტემბერი, საქინფორმი. არჩევნებამდე 42 დღით ადრე, საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 19 სექტემბერს, წილისყრის შედეგად, ოქტომბრის არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა.

ცესკო-ს ცნობით, საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით რეგისტრირებული 58 პარტიიდან და 2 საარჩევნო ბლოკიდან დღეს გამართულ წილისყრაში მონაწილეობა 47-მა საარჩევნო სუბიექტმა. ამავე ინფორმაციით, დანარჩენ სუბიექტებს კანონმდებლობის თანახმად, მათთვის ადრე მინიჭებული ნომრების დატოვების უფლება ჰქონდათ.

წილისყრის შედეგად, მოახლოებულ არჩევნებზე საარჩევნო სუბიექტები შემდეგი საარჩევნო ნომრებით ისარგებლებენ:

№ 1 – (პარტია) თეთრები;

№ 2 – ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია – ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის;

№ 3 – ნინო ბურჯანაძე – ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა;

№ 4 – დავით ჭიჭინაძე ტრიბუნა – ქდმ;

№ 5 – საარჩევნო ბლოკი ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“;

№ 6 – მომავალი საქართველო;

№ 7 – თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის;

№ 8 – დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი;

№ 9 – გაჩეჩილაძე – მწვანეთა პარტია;

№ 10 – შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია;

№ 11 – მშრომელთა სოციალისტური პარტია;

№ 12 – მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის;

№ 13 – რეფორმერი;

№ 14 – ბეჟან გუნავა – ქართული არჩევანი;

№ 15 – ჩვენი გაერთიანებული საქართველო;

№ 16 – ახალი ქრისტიან-დემოკრატები;

№ 17 – ირაკლი ოქრუაშვილი – გამარჯვებული საქართველო;

№ 18 – მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს;

№ 19 – მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსი;

№ 20 – საქართველო;

№ 21 – თავისუფალი საქართველო (კახა კუკავა, გიორგი წულაია);

№ 22 – საქართველოს ევროატლანტიკური გზა;

№ 23 – ახალი ძალა;

№ 24 – ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები;

№ 25 – თავისუფალი დემოკრატები;

№ 26 – ეკა ბესელია – პ.პ. „სამართლიანობისთვის“;

№ 27 – საარჩევნო ბლოკი გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი;

№ 28 – ქართული ფესვები;

№ 29 – დავით ჭიჭინაძე – ტრიბუნა;

№ 30 – შეცვალე საქართველო;

№ 31 – თავისუფლება-ზვიად გამსახურდიას გზა;

№ 32 – სახალხო პარტია;

№ 33 – ეროვნულ დემოკრატიული პარტია (ედპ);

№ 34 – სოციალური სამართლიანობისათვის;

№ 35 – საქართველოს კონსერვატიული (მონარქისტული) პარტია;

№ 36 – გირჩი;

№ 37 – საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტია;

№ 38 – იბერიელთა ერთობა ;

№ 39 – საქართველოს პენსიონერთა უფლებათა დაცვის კავშირი;

№ 40 – ქართველ ნაციონალისტთა ერთობა – გაიოზ მამალაძე;

№ 41 – ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო;

№ 42 – რეფორმატორები;

№ 43 – ზვიადის გზა (ღმერთის, სიმართლისა და ქვეყნისათვის);

№ 44 – ქართული იდეა;

№ 45 – ეროვნულ დემოკრატიული მოძრაობა;

№ 46 – გია ჟორჟოლიანი – სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისათვის;

№ 47 – ზვიად ძიძიგური – საქართველოს კონსერვატიული პარტია;

№ 48 – არჩევანი სამშობლოსათვის;

№ 49 – ჯონდო ბაღათურია – ქართული დასი;

№ 50 – პროგრესული საქართველო;

№ 51 – მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა;

№ 52 – სერგო ჯავახიძე-ევროატლანტიკური ვექტორი;

№ 53 – ტრადიციონალისტები;

№ 54 – სახალხო მოძრაობა ქრისტიან-დემოკრატები;

№ 55 – ქართული მარში – ეროვნული მოძრაობა;

№ 56 – ლელო;

№ 57 – მამულიშვილთა ორდენი „სამშობლო“;

№ 58 – საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია;

№ 59 – საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია;

№ 60 – საქართველოს განვითარების პარტია.