პოლიტიკა
არნო ხიდირბეგიშვილი: საქართველოში არასდროს ყოფილა იმდენი რუსეთი, რამდენიც სააკაშვილის დროს!

     მიიჩნევა, რომ უძველესი პროფესია პროსტიტუციაა, მაგრამ იოანეს სახარების პირველი სტრიქონის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, "დასაბამიდან იყო სიტყვა ...", მეორე უძველესი პროფესია ჟურნალისტიკაა. კაცობრიობა დღემდე იყოფა ორ უთანასწორო კატეგორიად - ისინი, ვინც ახალ ამბებს ავრცელებენ და ყველა დანარჩენი, ვინც ამ ამბებს იღებს. როგორც პირველი კატეგორიის წარმომადგენელმა, დღეს მინდა მივმართო ქართველ ამომრჩეველს, რომელსაც ჩემი "კოლეგების" უმეტესობა მიზანმიმართულად აწვდის დეზინფორმაციას მისი პანიკაში ჩაგდების მიზნით. ორი უძველესი პროფესიის მშვენივრად შერწყმით, თითქმის მთლიანად "გაყვითლებული" ქართული მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ტელეკომპანიებისა და ელექტრონული გამოცემების, აგრეთვე ცოცხალ–მკვდარი გაზეთები ჟურნალისტები, მათი მთავარი რედაქტორების მიერ მიღებულ შეკვეთილ ნეგატივს ამუშავებენ. ამასთანავე, ქართული ჟურნალისტიკის ბრწყინვალე ტრადიციები წარსულს ჰბარდება და ადგილს უთმობს პრიმიტიულ პროპაგანდასა და აგიტაციას.

მედმუშაკები, ანუ მედიის მუშაკები, რეგულარულად ქმნიან კარგად გაყიდვად "სენსაციებს", რაც არ საჭიროებს ინტელექტს, ელემენტარულ წესიერებასა და მაღალ პროფესიონალიზმს: "აქამდე არნახული მკვეთრად გაზრდილი" სისხლის სამართლის დანაშაულების, ადგილობრივი ჩამოსხმის "მოღალატეების" - "გარე მტრების თანამზრახველების", ჰოსპიტალური სექტორის "საშინელებათა" ფონზე კორონავირუსის ეპიდემიისა და სხვა, "უცებ გამწვავებული" ყოფითი პრობლემების შესახებ, რომელსაც მოქმედი ხელისუფლება "ვერ უმკლავდება".

შედეგად, ქართველი საზოგადოების ნაწილი, რომელიც ვერ უძლებს მედიის ზეწოლას, სასოწარკვეთაში ვარდება - ადამიანის ფსიქიკას არ შეუძლია მუდმივად გაუძლოს პოზიტივის სრულ არარსებობას, რაც ელემენტარულ შიმშილზე არანაკლებ საშიშია. მედიით მოჯადოებულმა ქართველებმა საბოლოოდ დაკარგეს საკუთარი აზრი და ერთმანეთს გაემიჯნენ სიძულვილითბევრად უფრო დაუძეველი დაბრკოლებით, ვიდრე ის მავთულხლართებია, რომლებიც ქართველებს აფხაზებსა და ოსებისგან ყოფს. ყველასგან განხიბლული და იმედდაკარგული, ისინი ხმის მისაცემად არ მივლენ 31 ოქტომბერს - ერთადერთ დღეს, როდესაც ხალხი ირჩევს პარლამენტს 4 წლით, ანუ უშუალოდ მართავს სახელმწიფოს. ამრიგად, ტოქსიკური მედიაპროდუქტის მწარმოებელი ქართული მედიასაშუალებების პროგრამა–მინიმუმი შესრულდება.

   რაც შეეხება პროგრამა–მაქსიმუმს - "გაერთიანებული ოპოზიციის" გამარჯვებასა და სააკაშვილის დაბრუნებას, ეს სუფთა ბლეფია, რომელსაც მრავალი მიზეზის გამო რეალობად ქცევის უმცირესი პერსპექტივაც არ აქვს. ჩამოვთვლი მხოლოდ რამდენიმე მათგანს, რომელთა შესახებაც კარგად იციან, მაგრამ დუმან ანგაჟირებული ქართული მედიის ხელმძღვანელები:

1. წარსულის დაბრუნება შეუძლებელია - თანამედროვე ისტორიაში არ არსებობს წარსული ხელისუფლების დაბრუნების პრცედენტები, როდესაც, წარსულ ხელისუფლებას აბრუნებენ - ან ამომრჩევლები ან გარე ძალა. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" წარსულია, რომელიც ვერაფრით იქცევა მომავლად. ეს ბოლო არჩევნებია ე.წ. ”გაერთიანებული ოპოზიციის”ყველა 26 პარტიისთვის - უელექტორატო პოლიტიკური „ცეხავიკებს“ ქართველი ხალხი ცუდი სიზმარივით მალე დაივიწყებს.

2. არსებობს დანაშაულები, რომლებიც გულისხმობს მხოლოდ დასჯას და გამორიცხავს პატიება - შეწყალებას. ამიტომ, სააკაშვილის ბოდიშს არანაირი აზრი არ აქვს - წამებით დახოცილი და მოკლული საკუთარი მოქალაქეების ასეთი რაოდენობა არასოდეს შერჩენია არცერთ დიქტატორს. და სააკაშვილის რეჟიმის ტერორთან შედარებით ბევრად ნაკლები დანაშაულისთვისაც სახელმწიფოთა ლიდერებს ციხეში ყრიდნენ და სიკვდილით სჯიდნენ;

3. სააკაშვილი არც ფიქრობს საქართველოში დაბრუნებაზე, სადაც მას მხოლოდ ციხის ნარები ელოდება და არა პრემიერ მინისტრის სავარძელი. საოცრად ლაჩარს, საქართველოს პრეზიდენტობის დროსაც კი, ეშინოდა თავისი ქვეშევრდომების - ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელების - მერაბიშვილის, ძმები ახალაიების, კოდუასი და სხვა სისხლისმწოველების.

   ახლა კი ვიტყვი მთავარს - იმ იმედით, რომ ყურად იღებს არა მხოლოდ ქართველი ამომრჩეველი, არამედ საქართველოს ხელისუფლებაც, ვინც გასულ კვირას აღკვეთა პროვოკაციები თბილისის „ლოკომოტივისა“ და მოსკოვის „დინამოს“ ფეხბურთის მატჩის დროს. რუსეთისა და მისი პრეზიდენტის მისამართით შეურაცხმყოფელი გამონათქვამები იყო არა ანტირუსული, არამედ ანტიქართული ანტისახელმწიფოებრივი პროვოკაცია, რადგან შედეგად შეიძლება არა რუსეთის ფედერაცია, არამედ საქართველო და მისი მოქალაქეები დაზარალებულიყვნენ (როგორც დააზარალა ოპოზიციის პროვოკაციამ "გავრილოვის ღამეს", რის შედეგადაც რუსეთთან ავიამიმოსვლა შეწყდა და ტურისტული სეზონი ჩაიშალა).

რატომ დუმს ქართული მედია - ვინ მოაწყო ეს პროვოკაციები? რა მიზნით აწებებენ ტელეკომპანიები მთავარი არხი“, პირველი“, ფორმულა“, კავკასია“, აგრეთვე მათი ტელეეთერის მუდმივი სტუმრები - ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, რომლებიც სპეციალიზირებული არიან "რუსულ პროპაგანდაზე" - აწებებენ ყველას „რუსი აგენტების“ იარლიყს, დაწყებული "ქართული ოცნების" ხელისუფლების ლიდერებიდან და დამთავრებული რიგითი მოქალაქეებით? ისინი იმდენად სულელებიც არ არიან, ვერ ხვდებოდნენ, რომ დღეს „ენვერებით“ წინასაარჩევნოდ ქულებს ვერ მიიღებ, უფრო პირიქით... მაშ, რა არის მიზეზი?

   იქნებ ისინი ხელაღებით ადანაშაულებენ ყველა სხვაგვარად მოაზროვნეს კრემლის ინტერესების ხელშეწყობაში, რათა თავად ისინი მიიჩნიონ უპირობოდ პროდასავლურად და მიიღონ სპეციალური გრანტები დასავლელი სპონსორებისგან? ასევე – დამალონ თავიანთი გრძელი „რუსული შლეიფი“ – რუსეთის ფედერაციაში სწავლის, მუშაობისა და ცხოვრების შედეგად დარჩენილი საქმიანი კონტაქტები?!

რამდენიმე ფაქტს მოვიყვან და დასკვნების გაკეთება კი მკითხველსთვის მიმინდვია.

   რატომ არცერთმა ქართველ ჟურნალისტსა და ოპოზიციონერს არასოდეს უთქვამს, რომ სააკაშვილი თავის იცოცხლესა და დღევანდელ სტატუსს მხოლოდ ერთი ადამიანს – რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს უნდა უმადლოდეს, რომელმაც უკრაინის ახალარჩეულ პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის ურჩია, პირველ რიგში დაებრუნებინა უკრაინის მოქალაქეობა ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორისა და საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილისთვის? რაც შეეხება თავისუფლებებს, ამ თვალსაზრისით უმჯობესია დაიწყოთ არა რუსეთიდან, არა რუსებიდან, არამედ, დავუშვათ, ქართველებიდან ან ყოფილი ქართველიდან. სამართლიანი იქნებოდა უკრაინული პასპორტის დაბრუნება ადამიანისთვის, ვინც წარსულში ქართველი იყო და ახლა თავს უკრაინელად თვლის, ვგულისხმობ მიხეილ ნიკოლაევიჩ სააკაშვილს ", - თქვა პუტინმა. საინტერესოა, რით ახსნიან ქართველი ოპოზიციონერები და ქართული მედიის ხელმძღვანელები პრეზიდენტი პუტინის ასეთ ექსკლუზიურ ყურადღებას „რუსეთის დაუძინებელი მტრი”- სააკაშვილის მიმართ? რატომ არის პუტინისთვის პრიორიტეტი "ქართველების ან ყოფილი ქართველების" თავისუფლება, რუსების ინტერესებზე უწინარესიც კი?!

   რატომ არასდროს უთქვამს არცერთ ქართველ ჟურნალისტს ან ოპოზიციონერს, რომ ამდენი რუსეთი, როგორც პრეზიდენტ სააკაშვილის დროს, საქართველოში არ ყოფილა კავკასიაში რუსეთის იმპერატორის ადგილნაცვლის, ვორონცოვ-დაშკოვის დროსაც! საქართველოს ეკონომიკის სტრატეგიული და არასტრატეგიული დარგები, სახელმწიფო და კერძო სამრეწველო ობიექტები გადაეცა და მიეყიდა რუს ინვესტორებსა და მყიდველებს - სახელმწიფო კომპანიებსა და კერძო ბიზნესს. მაგრამ სააკაშვილს ეცოტავა რუსი ბიზნესმენები და ტურისტები და ნაცვლად მეტი ნატო საქართველოშიგააკეთამეტი რუსეთი საქართველოში” - 2008 წლის აგვისტოში საქართველოში შემოიყვანა რუსეთის ჯარი და გახსნა რუსული სამხედრო ბაზები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში.

   განა არსებობს სხვა ახსნა?! სააკაშვილი იდიოტი როდია, დაეჯერებინა, რომ რომ ქართული ჯარი რუსულს გაუმკლავდებოდა. იქნებ ნატოსა და აშშ–ის დახმარების იმედი ჰქონდა?! არა და არა: "სააკაშვილმა იცოდა, რომ ნატოს მხარდაჭერა ვერ ექნებოდა!" ესაა აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივნის, კონდოლიზა რაისის სიტყვები 2018 წლის Washington Post- ში გამოქვეყნებული სტატიიდან, სათაურით ”ნუ იტყვით, რომ აშშ-მა არ დაიცვა საქართველო”. შევახსენებ ”სკლეროზიან” ქართველ პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებს, რომ აშშ–ის საგარეო უწყების ყოფილი ხელმძღვანელის თქმით, მან არაერთხელ გააფრთხილა მიხეილ სააკაშვილი, რომ რუსეთი შეეცდება საქართველოს პროვოცირებას: ჩვენ ბუშის ადმინისტრაციაში ვაცნობიერებდით მოსალოდნელ საფრთხეს. 2008 წლის გაზაფხულიდან მოყოლებული, აშშ და გერმანია ცდილობდნენ მოლაპარაკებას ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონებში მზარდი დაძაბულობის დეესკალაციის შესახებ. ამ ძალისხმევით, რუსი სამშვიდობოებისა და ქართველების ფიზიკური განცალკევება უნდა მომხდარიყო. გადაადგილების საერთო წესები უნდა გაჩენილიყო. სწორედ ამ კონტექსტში ვუთხარი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს პირად საუბარში, რომ რუსეთი შეეცდებოდა საქართველოს პროვოცირებას და შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, მას არ შეეძლო დაყრდნობოდა ნატოს მხარდაჭერას... ამ წინადადების მიზანი ქართველების დაშოშმინება იყო, რომელთაც მუდამ ემოციები მართავთ“, – წერს, კერძოდ, რაისი. აქედან მხოლოდ ერთი დასკვნა გამომდინარეობს: სააკაშვილმა იცოდა, რომ ის პირისპირ დარჩებოდა რუსეთთან, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მოაწყო პროვოკაცია, რომლის შედეგადაც საქართველომ ტერიტორიების 20 პროცენტზე მეტი და ნატოში გაწევრიანების იმედი დიდი ხნით დაკარგა.

     და ამ ყველაფრის შემდეგ, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების გუნდს და მათთან აფილირებულ მედიას ჰყოფნის თავხედობა, პრორუსული იარლიყები სხვებს ჩამოკიდოს?!

   დასასრულ - ზემოხსენებული ქართული მედიის ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობის ყველაზე ბოლოდროინდელი, დაე ნაკლებად მნიშვნელოვანი, მაგრამ ძალზე თვალსაჩინო მაგალითი. რატომ დაასახელეს ტელეკომპანიებმა „მთავარმა არხმა“, „პირველმა“ და სხვებმა შპს სპუტნიკ ტვ“-ს დამფუძნებელი დავით ფურცხვანიძე რუსეთის საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს ”Россия сегодня–ს პროექტის – Sputnik საქართველო“-ს თანადამფუძნებლად, რომლის ერთადერთი დამფუძნებელი რუსეთის ფედერაციაა და რომელიც შეიქმნა რუსეთის პრეზიდენტის ვ. პუტინის განკარგულების საფუძველზე? თანაც - ერთი წლით გვიან, ვიდრე ფურცხვანიძემ დაარეგისტრირა თავისი შპს – ტელეკომპანია თუ მაუწყებელი, რომელიც არ ფუნქციონირებს?

   საქინფორმის უცხოელი მკითხველების საყურადღებოდ: გასული კვირის ბოლოს . ფურცხვანიძემ სატელიტიდან ამობეჭდილი ორი კადრი გადასცა გარდაცვლილი ახალგაზრდა გოგონას თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს, რომლებიც პროკურატურამ ფალსიფიცირებულად ცნო და რომლებიც ეწინააღმდეგება 23 წლის პროგრამისტის გარდაცვალების ერთადერთ ოფიციალურ ვერსიას - თვითმკვლელობას.

კითხვა: ვის პოლიტიკურ ინტერესებშია იმის დემონსტრირება, რომ საქართველოში კვლავაც ხდება აღმაშფოთებელი იდუმალი მკვლელობები“? იმავე ძალების ხომ არა, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე რაფალიანცების ოჯახში საშინელი მკვლელობა რომ ჩაიდინეს?! ვის შეეძლო "თანამგზავრის სურათებთან" დაკავშირებული პროვოკაციის ორგანიზება, რითაც პრაქტიკულად დაადანაშაულა რუსული "Sputnik"-ი საქართველოს ტერიტორიის სატელიტურ თვალთვალსა და საიდუმლო გადაღების მასალების უკანონო გავრცელებაში? მათ ხომ არა, ვინც "რუსულ იარლიყს" ჰკიდებს ქართველ ბიზნესმენებსაც კი, რომლებიც საქმიანი ვიზიტით რუსეთში სტუმრობენ?!

   დიახ, ესენი არიან - "გაერთიანებული ოპოზიცია", რომელმაც მიშა სააკაშვილი თავის გურუდ აღიარა, და მათი ჯიბის მედიის ხელმძღვანელები, რომლებიც არაფერს თაკილობენ საკუთარი ანგარებიანი მიზნებისთვის და ხელისუფლებისთვის ბრძოლაში, ავიწყდებათ რა თავისი ბიოგრაფიის საიდუმლო საეჭვო ეპიზოდები! რომლებიც, ადრე თუ გვიან, აუცილებლად გაცხადდება.

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2020 წლის 21 სექტემბერი
საქართველო, თბილისი