პოლიტიკა
რატომ არ იძლევა აშშ–ის ელჩი რჩევებს - როგორ უნდა შეჩერდეს ლარის დევალვაცია ამერიკულ დოლართან მიმართებაში? - საქინფორმი

 საქართველო, 18 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს ეროვნული ვალუტის გაუფასურებასთან დაკავშირებით ($ 1 - 3,20 ლარი), რომელსაც ვერ აჩერებს საქართველოს ეროვნული ბანკის ინტერვენცია, ვალუტის ბირჟაზე ყოველდღიურად 40 მილიონ დოლარს რომ ყიდის, საქინფორმი შეახსენებს:

- რომ ეს პროცესი დაიწყო არა დღეს ან გუშინ, არამედ 2011 წელს, პრეზიდენტ სააკაშვილის ხელისუფლების დროს, ომელმაც ასევე ვერ შეაჩერა იგი, ამიტომ არგუმენტი - "სააკაშვილის დროს დოლარი ორჯერ უფრო იაფი იყო!" - არაკორექტულია;

- რომ მაშინაც და ახლალარის გაუფასურებაში დიდი როლი ითამაშა გარე ფაქტორმა - მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა, დღეს - კორონავირუსის პანდემიით პროვოცირებულმა;

- რომ საქართველოზე, რომელიც სუსტად არის ინტეგრირებული მსოფლიო ეკონომიკაში, კრიზისი გავლენას ახდენს რუსეთის მეშვეობით - ქართული ექსპორტის შემცირება რუსულ ბაზარზე, ფულადი გზავნილების შემცირება რუსეთიდან საქართველოში, რუსული ინვესტიციების შემცირება საქართველოში, რუსი ტურისტების რაოდენობის შემცირება საქართველოში;

- რომ უაზრობადოლარის მიმოქცევაში გაშვება მისათვის, რომ ის მეტი იყოს და შესაბამისად გაიაფდელართან მიმართებაში, როდესაც ამავდროულად კიდევ უფრო მეტი ლარი გადის მიმოქცევაში: წინასაარჩევნო რბოლა, როდესაც პარტიები ხარჯავენ მთელ ფინანსურ რესურსებს მოსახლეობის აგიტაციისა და მოსყიდვისთვის; წლის ბოლო, როდესაც ხელისუფლებამ სრულად უნდა აითვისოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრები;

- რომ მთავრობაში ეკონომიკური ბლოკი უწინდებურად დაკომპლექტებულია არასაკმარისად კომპეტენტური ჩინოვნიკებით, ბუღალტრებით და არა ეკონომისტებით, რომლებსიტუაციას ვეღარ კონტროლებენ და მუდმივად ჩამორჩებიან მოვლენებს.

   საქინფორმისთვის უცნობია: რატომაა, რომ აშშ-ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, რომელიც ნებისმიერი საბაბით ინსტრუქციებს აძლევს ყველას - ხელისუფლებასაც, ოპოზიციასაც და სამოქალაქო საზოგადოებასაც, არასდროს იძლევა რჩევებს, თუ როგორ უნდა შეჩერდეს ქართული ლარის დევალვაცია ამერიკულ დოლართან მიმართებაში?