პოლიტიკა
არნო ხიდირბეგიშვილი: უკანასკნელი ლტოლვილი აფხაზეთიდან – ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი!

   კორონავირუსმა გვერდაუარა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს იმიტომ, ომ ეს კურთხეული ქართული მიწაა!” - დღეს მე უკან არ მიმაქვს სიტყვები პუბლიკაციიდან „ქართული ოცნების“ „ღამურები“ და „თეთრი ლაქები“. ეს იყო ივლისში, როდესაც საქართველოს - ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრს - ჯერ კიდევ ფარავდა ღვთიური მადლი, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ხომ ერთადერთი იყო, რომელმაც ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას არ დაუხურა ეკლესიების კარი მორწმუნეებს და იოტისოდენადაც არ შეცვალა ზიარების წესი! სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ლოცვა-კურთხევით, რომელმაც საკუთარ თავზე აიღო პასუხისმგებლობა, რომ აღდგომის დღეს კორონავირუსით არავინ დაინფიცირდებოდა!

   ასეც მოხდა - საქართველოში, ნაციონალების, ლიბერალებისა და ლგბტ–თემისთვის დიდად სამწუხაროდ, ეკლესიის კლასტერი არ გაჩნდა, თუმცა ათასობით მორწმუნე საათობით იდგა დახურულ სივრცეში, ზიარებას იღებდა ერთი თასიდან და კოცნიდა ერთ ჯვარს. დღემდე საქართველოში ეკლესიებში ინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ არის - არც მღვდლებსა და არც მრევლს შორის! მაგრამ ევროქართველებს თვალი არ ახელიათ ვთიური სასწაულგამო და ის ადამიანებს მიაწერეს - ლუგარის ლაბორატორიას, ინფექციონისტებსა და მთავრობას, ამიტომ სექტემბერში ქვეყანაში კორონავირუსის ნამდვილი ეპიდემია დაიწყო.

   აფხაზეთში ეპიდემია ასევე სექტემბერშივე დაიწყო - ღვთისმშობლის განდევნის შემდეგ, რომელიც ლტოლვილად იქცა ... ღვთისმშობლის ხატი, რომელიც პატრიოტთა ალიანსისლიდერებმა ირმა ინაშვილმა და დავით თარხან-მოურავმა ილორის წმინდა გიორგის სახ. ტაძარს გადასცეს, სეპარატისტების მოთხოვნით გააძევეს და უკან, ენგურის ხიდზე გადმოაბრძანეს.

   P.S. ღვთის ტაძარი უნდა იყოს თითოეული ქრისტიანის სულში. შეიძლება უსასრულოდ აშენო ტაძრები და გაიღო ძღვენი, მაგრამ როდესაც ტაძარსულიწმინდა ტოვებს, მას ღამურები ეპატრონებიან...

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2020 წლის 18 სექტემბერი
საქართველო, თბილისი