უცხოეთი
საქართველო, 17 სექტემბერი, საქინფორმი. აზერბაიჯანში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 141 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 38 658-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, კოვიდ 19-ს ქვეყანაში კიდევ 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვი 569-მდე გაიზარდა.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, ოფიციალური სტატისტიკით, აზერბაიჯანში კორონავირუსისგან 36 149 ადამიანი განიკურნა.
interpressnews.ge