აქტუალური
ეროვნული ბანკი სააღრიცხვო განაკვეთს არ ცვლის

inflacia333უკვე მეორე თვეა, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 13 აპრილს უცვლელად 8 პროცენტზე დატოვა.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მარტში ინფლაციის დონე უცვლელი დარჩა. მარტში წლიურმა ინფლაციამ 13.9 პროცენტი შეადგინა.

განცხადების თანახმად, მომდევნო თვეებში ინფლაციის ზრდა მოსალოდნელი არ არის და ამიტომ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების საჭიროებაც არ არსებობს.

ეროვნული ბანკის პროგნოზით, წლის მეორე ნახევრიდან მოსალოდნელია ინფლაციის დონის შემცირება ერთნიშნა მაჩვენებლამდე. თვის დასაწყისში მთავრობამ წლიური ინფლაციის პროგნოზს გადახედა და 7-დან 8 პროცენტამდე გაზარდა.

ოქტომბრის შემდეგ შენარჩუნებული 7.5 პროცენტიდან თებერვალში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8 პროცენტამდე გაზარდა.