საზოგადოება
საქსტატის თანამშრომლებს სერტიფიკატები გადაეცათ

saqstatiXსაქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანამშრომლებს სპეციალურ სტატისტიკურ პროგრამებში (SPSS, STATA, IT განვითარება) სერტიფიკატები გადაეცათ.

საქართველოს ათასწლეულის ფონდის (MCG) დაფინანსებით, ათასწლეულის პროგრამის ზეგავლენის შეფასების პროექტის ფარგლებში, საქსტატის თანამშრომლებმა, სპეციალურ სტატისტიკურ პროგრამებში (SPSS, STATA, IT განვითარება) ტრეინინგის კურსი სამი თვის განმავლობაში რამდენიმე ეტაპად გაიარეს.

თანამედროვე სტატისტიკური პროგრამების სწავლების მიზანი თანამშრომელთა კვალიფიკაციისა და შესრულებული სამუშაოს ხარისხის ზრდა იყო.