საზოგადოება
„ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო სიის პირველი ოცეული წარადგინა

 საქართველო, 14 სექტემბერი, საქინფორმი. პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების საარჩევნო სიის პირველი ოცეული დაასახელა.

სიის პრეზენტაციაზე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა და პარტიის გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ.

სიის პირველი ოცეული „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ წარადგინა. მანვე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გიორგი გახარია, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარედ არჩილ თალაკვაძე დაასახელა.

2020 წლის საარჩევნო სიის პირველ ოცეულში არიან:

გიორგი გახარია

არჩილ თალაკვაძე

ირაკლი კობახიძე

თეა წულუკიანი

მამუკა მდინარაძე

კახა კუჭავა

გიორგი კახიანი

მარიამ ქვრივიშვილი

მიხეილ სარჯველაძე

მაია ბითაძე

მიხეილ დაუშვილი

გიორგი ამილახვარი

ვიქტორ სანიკიძე

მაკა ბოჭორიშვილი

შალვა პაპუაშვილი

დავით კაჭარავა

ნიკოლოზ სამხარაძე

გიორგი ხელაშვილი

მარიამ ლაშხი

ბექა დავითულიანი

პრეზენტაციას ესწრებოდნენ საპარლამენტო უმრავლესობისა და მინისტრთა კაბინეტის წევრები, საზოგადოების წარმომადგენლები.

ყველა დანარჩენი გამოკითხვის შედეგებით, მმართველი პარტია პირველ ადგილს იკავებს, ხოლო მას „ნაციონალური მოძრაობა“ მოსდევს.