სამართალი
საქართველო, 11 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა,- ამის შესახებ სებ-იდან იტყობინებიან.
„2020 წლის 10 სექტემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.0975 შეადგინა”, - აღნიშნავენ ეროვნულ ბანკში.