პოლიტიკა
საქართველო, 11 სექტემბერი, საქინფორმი. „საზღვრების გახსნა შეცდომა იყო, ახლა კი ვაქცინაციის გარეშე საქართველო ვერ გადარჩება. რუსული ვაქცინა ადამიანის ვირუსზეა დამზადებული, ამერიკული კი - მაიმუნის. ევროქართველებს, ალბათ, ამერიკული უფრო მოუხდება, MADE IN USA”, - წერს თავის Facebook-გვერდზე საქინფორმის მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი და აფორმებსამ პოსტს ცნობილი კოლაჟით „მიშა და მაიმუნი“.
ჩვენთან, როგორც ჩანს, აქამდე ვერ მიხვდნენ, თუ რატომ, ვისი წყალობით კორონავირუსის პირველმა ტალღამ საქართველოს გვერდი აუარა, და შედეგიც სახეზეა - COVID-19 ინფიცირებულების რიცხვი ყოველდღე რეკორდულად მატულობს, მაგრამ უდარდელი ქართველები ეპიდემიას ისევ მოუმზადებლები ხვდებიან...