პუბლიკაციები
არნო ხიდირბეგიშვილი: როგორ მოატყუა ერთმა ავადმყოფმა იდიოტმა მილიონობით ქართველი და უკრაინელი?!

 საქართველო, 10 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს ექსპრეზიდენტმა, რომელიც ახლა ნასამართლევია მრავალსაქმისთვის და ამავე დროს საქართველოს სასამართლოს მიერ დადანაშაულებულიმის წინააღმდეგ აღძრულ სხვა საქმეებში, უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სააკაშვილმა 10 დღის განმავლობაში ორჯერ მიმართა ქართველ ხალხს.

რა რეაქცია მოჰყვა საქართველოში მის ტელემიართებს, მიმართვების დროს გაკეთებულ განცხადებებსა და ბოდიშებს? - ვკითხეთ საქინფორმის მთავარ რედაქტორ არნო ხიდირბეგიშვილს:

- მე, პირადად, მისი მიმართვების დროს მხოლოდ ერთი კითხვა მიტრიალებდა თავში: როგორ შეძლო ერთმა ავადმყოფმა იდიოტმა მილიონობით ქართველისა და უკრაინელის მოტყუება?! ეკრანებიდან გვიცქერდა გონებრივი და სხვა კოგნიტიურ ფუნქციებდაქვეითებული არაადეკვატურავადმყოფი, ნარკომანიის ნიადაგზე დეგრადირებული ფსიქიკით, რომელსაც დროდადრო აზრები ერეოდა და მეტყველების ტემპი ეცვლებოდა! მას უჭირდა საკუთარი თავის ხელში აყვანა, დაშაქრული ტკბილი ტონიდან, რომლითაც არაგონიერ ბავშვებს ესაუბრებიან, გამუდმებით სურდა მუქარის, ბრალდებებისა და ფურთხების მისეულ სტილზე გადასვლა. მაგრამ იძულებული იყო წაეკითხა „შპარგალკიდან“ კეთილი ტექსტი, რათა ქართველებზე კარგი შთაბეჭდილება მოეხდინა და ეს ძალზე არაბუნებრივი ჩანდა. მადლობა ღმერთს, რომ სააკაშვილი საქართველოში აღარასოდეს დაბრუნდება, ყოველ შემთხვევაში – ცოცხალი , თორემ ეს გაბოროტებული პატარა შეშლილი მას სისხლში ჩაახრჩობს! ტყუილუბრალოდ ხომ არ შეარქვეს საქართველოში მეტსახელად მიშტლერი ...

- საქართველოში არ დაიჯერეს, რომ ის ნანობს თავის შეცდომებს? რას ფიქრობენ ჩვეულებრივი ადამიანები?

- ფორმითა და შინაარსით ღატაკმა მონოლოგმა მოქალაქეებში, საუკეთესო შემთხვევაში, მხოლოდ სიბრალული გამოიწვია. პირადად მე სირცხვილისგან ვიწვოდი, რადგან 9 წლის განმავლობაში ეს გაუნათლებელი და უჭკუო ადამიანი საქართველოს პრეზიდენტი იყო! სასაცილოა - ყველაფერი ქართულისა და ტრადიციულის მტერი, თავისი სიტყვის პირველ ნაწილში დითირამბებს უმღეროდა საქართველოს ისტორიას, კულტურას, ლიტერატურას, მრავალხმიანობასა და მართლმადიდებლობას! ისეთი ტრაფარეტული მაგალითები მოჰყავდა, რომ იქმნებოდა შთაბეჭდილება თითქოს უცხოელი ტურისტი ან ექსკურსიამძღოლი ლაპარაკობდა!

შემდეგ გადავიდა ტყუილებზე, რომ როდესაც იგი დაბრუნდება, მხოლოდ ორი წლის განმავლობაში იქნება პრემიერ–მინისტრი და ამ ხნის განმავლობაში პოლიციის უფროსებს ისევე აირჩევენ, როგორც მოსამართლეებს, ხოლო სასამართლოებს თავმჯდომარეობას საფრანგეთიდან, ინგლისიდან, გერმანიიდან და დასავლეთის სხვა ქვეყნებიდან მოწვეული მოსამართლეები გაუწევენ. ამაზე მეტი სისულელის მოფიქრება შეუძლებელია! "ორი წელი" – ესაა ივანიშვილზე მინიშნება, რომელმაც ერთი წლის შემდეგ ნებაყოფლობით დატოვა პრემიერ–მინისტრის პოსტი. სააკაშვილმა კიდევ ერთი მინიშნება გააკეთა ივანიშვილთან დაკავშირებით, როდესაც განაცხადა, რომ შექმნის სამუშაო ადგილებს, რათა ხალხმა ფულის საშოვნელად უცხო ქვეყნებს არ მიაშუროს, მაგრამ ანაკლიაში პორტის მშენებლობის გარდა სხვა დასაქმების ობიექტების მოფიქრება ვერ შეძლო. მისმა პრიმიტიულმა გონებამ დღეს საბოლოოდ ამოწურა ყველა რესურსი, რაიმე ახლის, თუნდაც ავანტიურულის, მოფიქრება მან ვერ შეძლო! მეტიც - პრეზიდენტობის დროს დაშვებული მძიმე შეცდომებისთვის მრავალჯერადი ბოდიში გულწრფელი აღიარების ტოლფასი იყო. შეცდომები, ომლებსაც მოჰყვა სიკვდილი, გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა მოქალაქეების ჯანმრთელობას, მათ შორის წამებისა და დამცირების შედეგად, ვერ გამოსწორდება, როგორც ამას სააკაშვილი იმედოვნებს! დიახ, მან ეს განაცხადა თავის მიმართვაში. საინტერესოა, როგორ დაუბრუნებს ეს ნაძირალა დედებს მოკლულ შვილებს?! თბილისში, ცხინვალში, ზუგდიდში, მთელ საქართველოში?! თუმცა თავად დედებიაღარ არიან - ბევრი მათგანი დარდისგან გარდაიცვალა! ამიტომ, დაღუპულთა ხსოვნის ერთადერთი და მინიმალური კომპენსაციაა სააკაშვილისა და მთელი მისი გუნდის უვადო პატიმრობაა! სიკვდილით დასჯის დაბრუნებამდე კაცობრიობის წინაშე დამნაშავეებს ვერაფერი შეაჩერებს!

და ბოლოს, ამ სისხლისმსმელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი თანდაყოლილი სიმხდალე - თურმე ის საქართველოში დაბრუნდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც მისი თანამოაზროეები, სიცოცხლისთვის გარკვეული რისკით, შეეცდებიან მორიგი "ფერადი გადატრიალების" მოხდენას და ძალაუფლების ხელში ჩაგდებას საქართველოში, ანუ –მზამზარეულზე! თუმცა, ამისთვის მშვენიერი ფორმა იპოვა - აქაოდა არ მინდა ჩემმა ჩამოსვლამ საქართველოში არეულობა გამოიწვიოსო! მაგრამ მისი იმედი, რომ ოპოზიცია, მისი პარტიის მეთაურობით, მოიგებს არჩევნებს და შექმნის კოალიციურ მთავრობას, რომელიც ჩამოწერს მის წინააღმდეგ ყველა სისხლის სამართლის საქმეს, არ შესრულდება.

- და მაშინ იქნება მეორე ვარდების რევოლუციისმცდელობა?

- დიახ, ისინი მეორედაც შეეცდებიან პარლამენტის ხელში ჩაგდებას და არჩევნებიგაყალბებულად გამოცხადებას, როგორც 2003 წლის ნოემბერში, გასული წლის ივნისში ე.წ. "გავრილოვის ღამის" პირველი მცდელობის გაკვეთილის გათვალისწინებით. მაგრამ ამისთვის მზად არის ხელისუფლებაც, მანაც გაითვალისწინეა შეცდომები, ასე რომ, სახელმწიფო გადატრიალება საქართველოში არ მოხდება! თუმცა, დასავლეთში ისტერიკა დაიწყება, რომელიც დიდხანს არ გასტანს...