საქართველო, 10 სექტემბერი, საქინფორმი. 8 სექტემბერს, თბილისში მდებარე „საქართველოს მატიანეს“ მონუმენტის წინ გამართულ ღონისძიებაზე „პატრიოტთა ალიანსმა“ საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. ამასთან, პრეზენტაციაზე ცნობილი გახდა, რომ „პატრიოტთა ალიანსთან“ ერთად ამ არჩევნებზე „მემარცხენე ალიანსი“ იბრძოლებს.
„პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატები დედაქალაქში იქნებიან:
მთაწმინდა – მალხაზ თოფურია;
ვაკე – ნანა დევდარიანი;
საბურთალო – კახა ძაგანია (მემარცხენე ალიანსი);
დიდუბე-ჩუღურეთი – არჩილ ბენიძე;
ნაძალადევი – ირმა ინაშვილი;
გლდანი – მერაბ ჭიქაშვილი;
სამგორი – გურამ ნიკოლეიშვილი.
თბილისის გარეთ პარტიის მანდატით იბრძოლებენ:
მცხეთა, დუშეთი, თიანეთი, ყაზბეგი – სოსო შატბერაშვილი (მემარცხენე ალიანსი);
გურჯაანი, საგარეჯო, დედოფლისწყარო, სიღნაღი – სოსლან გარსევანიშვილი;
თელავი, ახმეტა, ყვარელი, ლაგოდეხი – სოსო პარწიკანაშვილი;
გორი და კასპი – კობა მაზანაშვილი;
ოზურგეთი, ლანჩხუთი, ჩოხატაური – შოთა გოგიბერიძე;
ჭიათურა, საჩხერე, ხარაგაული – გიორგი კასრაძე;
რუსთავი – პაატა ჯიბლაძე;
მარნეული და გარდაბანი – მახირ იუსუპოვი;
ახალქალაქი და ნინოწმინდა – არტაშე საკოფიანი.
ზუგდიდი – ოთარ ჭითანავა;
მარტვილი, აბაშა, ჩხოროწყუ, წალენჯიხა – ვიქტორ ცაავა;
ფოთი – ხობი – სენაკი – თეიმურაზ ფანჩულია;
ამბროლაური, ონი, ცაგერი, ლენტეხი, მესტია – ერეკლე საღლიანი;
ქობულეთი – ამირან ტაკიძე;
ბათუმი – ზურაბ გაბაიძე;
ხელვაჩაური, ქედა, შუახევი, ხულო – ზორბეგ ბერიძე.
ამასთან, პარტიიდან აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარობისთვის იბრძოლებენ:
ქობულეთი – გულნარა ბასილაძე
ბათუმი – ჯუმბერ ტაკიძე
ხელვაჩაური, ქედა, შუახევი, ხულო – დავით დავითაძე