პოლიტიკა
არნო ხიდირბეგიშვილი: ყველა ყველას წინააღმდეგ, ყველა საკუთარი თავისთვის

    საქართველოში წინასაარჩევნო რბოლა მორევს წააგავს, რომელშიც მოვლენები წრიულად მომატებული სიჩქარით მოძრაობს. უცნობია რას გამოიწვევს ეს კრიტიკულად კონცენტრირებული მასა არჩევნებში. თუ მთავარი პოლიტიკური ძალების კოალიციურ კონსისტენციამდე მიყვანა არ მოხერხდა, მაშინ ეს მასა ძაბრში გაიჭედება და საქართველოში, როგორც ბელარუსში, ახალი არჩევნები დაინიშნება. "დავბრუნდები მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩემი დაბრუნება საქართველოში დაპირისპირებას არ გამოიწვევს!" - განაცხადა სააკაშვილმა ქართველი ხალხისადმი მეორე ტელემიმართვაში, ანუ, ნოემბერში, არჩევნების შემდეგ, როდესაც ახალი კოალიციური მთავრობა მას ინდულგენციას გამოუწერს - ყველა სისხლის სამართლის საქმეს დახურავს (და თუ მოქმედი ხელისუფლება და ოპოზიცია ვერ მივლენ კოალიციურ კონსენსუსამდე, მოხდება კოლაფსი, რომელიც ახლახან აღვწერე).

მოვლენების განვითარების რევოლუციური სცენარის ალბათობა დიდია და აი რატომ: დღეს საქართველოში დასავლელი ელჩების ცალსახა რეკომენდაციების მიუხედავად - "იმედოვნებთ, რომ არჩევნები იქნება წინაზე უფრო დემოკრატიულდა თავისუფალი, ხოლო მომავალპარლამენტუფრო მრავალპარტიული და მრავალფეროვანი" - მოქმედი ხელისუფლება არ აპირებს, ყოველ შემთხვევაში – ჯერჯერობით, რაიმე დათმობაზე წასვლას, პირიქით – აცხადებს, რომ ახალ პარლამენტში იქნება წარმოდგენილი არა მხოლოდ ჩვეულებრივი, არამედ საკონსტიტუციო უმრავლესობით და არანაირი კოალიცია არ შედგება.

   პოლიტიკურ ველზე, დიდწილად, ისევ ორი ​​ცენტრალური მოთამაშეა თავისი გუნდებით - ბიძინა ივანიშვილი "ქართული ოცნებით" და მიხეილ სააკაშვილი "ნაციონალური მოძრაობით", რომელმაც მოახერხა თავის გარშემო შემოეკრიბა ალიანსი "ძალა - ერთობაშია". და თუ ერთი-ერთზე "ნაციონალური მოძრაობა" ჩამორჩება "ქართულ ოცნებას", ალიანსის შემადგენლობაში ძალები თითქმის თანაბარია. ხოლო მას შემდეგ, რაც მსხვილმა ბიზნესმენებმა, მაგალითად, კახა ოქრიაშვილმა და ძმებმა ჩოჩელებმა ბლოკში გააერთიანდნენ, დაბალანსდა ორი მთავარი პოლიტიკური მეტოქის ფინანსური შესაძლებლობებიც (ძველი ტენდენციაა - რომ ქართველი ბიზნესმენები, გასაგები მიზეზების გამო, მხარს ყოველთვის მოქმედ ხელისუფლებუჭერენ, მაგრამ როდესაც იგრძნობენ მის სისუსტეს, სწრაფად ქმნიან საკუთარ პარტიებს და ფსონს დებენ მათი გათვლებით ყველაზე პერსპექტიულ ძალაზე).

ერთით ქვედა დონეზე არის ორი კონკურენტი პარტია: გიგი ბოკერიას "ევროპული საქართველო" და ირმა ინაშვილისა და დავით თარხან-მოურავის "პატრიოტთა ალიანსი", ხოლო ყველა დანარჩენი პარტია - ხაზარაძის, ბურჯანაძის, ნათელაშვილის, ბერძენიშვილისა და ა.შ. - კამერული, ანუ მცირერიცხოვანი ელექტორატის გამო, დაკმაყოფილდებიან რამდენიმე საპარლამენტო მანდატით და ისიც - მხოლოდ ერთპროცენტიანი ბარიერის წყალობით. ამავე მიზეზით, ისინი ვერ შეძლებენ „ბარიერთან“ ვინმეს გამოძახებას, მაგრამ წინასაარჩევნო ვაჭრობაში საპირწონედ ყოველთვის გამოდგებიან.

   აღსანიშნავია, რომ ყოველთვის საქართველოში მინიატურულად აისახება მთავარი მსოფლიო ტენდენციები. დღეს, კაცმა არ იცის საიდან, გამოჩენილი კორონავირუსი დაამთავრებს გლობალიზაციას, რაც ჯერ კიდევ ნახევარი წლის წინ წარმოუდგენელი იყო. საქართველოსაც აქვს საკუთარი, თუმცა შედარებით მცირე დეზინტეგრაცია, რადგან, დიდწილად, ყველა ძირითადი საარჩევნო სუბიექტი მოქმედებს პრინციპით "ყველა საკუთარი თავისთვის", ანუ ყველა ყველას წინააღმდეგ".

   „ქართულ ოცნებას პარტნიორები საერთოდ არ ჰყავს, მმართველ პარტიას ისინი არც სჭირდება, ხოლო კულუარული ჭორები ფარული შეთქმულების შესახებ სხვადასხვა პარტიებთან, მაგალითად, ევროპულ საქართველოსთან, მართვადი ოპოზიციის შექმნის მიზნით, რომელიც შეცვლის ნაციონალური მოძრაობას”, მოძველებულ მოსაზრებებად რჩება და დღემდე არ დადასტურებულა.

   „ქართული ოცნებაუნიკალურია არა მხოლოდ იმით, რომ მოკავშირეებს არ ეძებს. ეს ერთადერთი პარტიაა, ალბათ პირველი საქართველოს უახლეს ისტორიაში, რომლის დამფუძნებელსდა ლიდერს პოლიტიკური ამბიციები არ გააჩნია. მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი ბიზნესმენია, რომელიც არ დაარღვევს თამაშის წესებს, მიუხედავად დიდი ცდუნებისა. ბიზნესი უნდა იყოს ხელისუფლების საყრდენი, მაგრამ არ უნდა წარმოადგენდეს ხელისუფლებას, რის გამოც ივანიშვილმა ნებაყოფლობით და ყველასთვის მოულოდნელად დატოვა საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტი სულ რაღაც ერთ ელიწადში. ბიზნესმენი უნდა დარჩეს ბიზნესმენად, მას არ სჭირდება პოლიტიკური პასუხისმგებლობა. ყველამ, ვინც დაარღვია ეს წესი და იკისრა ეს აუტანელი ტვირთი, ცუდად დაასრულა. საქართველოში - პატარკაციშვილმა, რუსეთში - ბერეზოვსკის და ხოდორკოვსკის სამწუხარო მაგალითები…

   ალიანსის ძალა ერთობაშია“ ერთიანობაც ვირტუალურია, რომელიც არჩევნების დღეს, 31 ოქტომბერს, უკვალოდ გაქრება. ამ ტანდემის ერთადერთი საერთო მიზანი ხომ ივანიშვილის მმართველი პარტიის რიგით საპარლამენტო ფრაქციად გადაქცევაა, მეტი არაფერი! არ არსებობს პროგრამები, ერთიანი იდეოლოგია, სულის მისწრაფება სამშობლოს მსახურებისკენ! გარდა ერთი მომენტისა - ყველამ ერთხმად წარადგინა საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მომავალი პრემიერ-მინისტრის პოსტზე.

   რაც შეეხება განცალკევებით მდგარ "პატრიოტთა ალიანსს", ბოლოდროინდელი ინსინუაციების გათვალისწინებით ამ პარტიას არ დაუტოვეს სხვა არჩევანი, გარდა იმისა, რომ იმოქმედოს საკუთარი თავისთვის და ყველას წინააღმდეგ!

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
წყარო: "Sputnik Georgia"
2020 წლის 8 სექტემბერი
საქართველო, თბილისი