საზოგადოება
აფხაზეთში კორონავირუსის 42 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

 საქართველო, 4 სექტემბერი, საქინფორმი. აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე 227 ადამიანს ჩაუტარდა ტესტირება.

მათგან 42 ადამიანს კორონავირუსი დაუდასტურდა. გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში 36 პაციენტი იმყოფება.

აფხაზეთში სულ კორონავირუსით ინფიცირების 426 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან 153 გამოჯანმრთელდა და ოთხი გარდაიცვალა.