უცხოეთი
საქართველო, 3 სექტემბერი, საქინფორმი. ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერის, რამზან კადიროვის 21 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის კულტურის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. როგორც Deutsche Welle წერს, ამის შესახებ თავად კადიროვმა Telegram-ში დაწერა.
კადიროვის თქმით, მისი ქალიშვილი უკვე ბევრი წელია მოდის სახლ Firdaws-ს ხელმძღვანელობს, რომლის „კოლექციას აფასებენ და აღფრთოვანებულია ბევრი ქვეყნის აუდიტორია“. მისივე თქმით, მოადგილედ დანიშვნის ინიციატორი თავად კულტურის მინისტრი იყო.
რამზან კადიროვს 4 ვაჟი და 6 ქალიშვილი ჰყავს.
imedinews.ge