უცხოეთი
გერმანიის მთავრობა: ალექსეი ნავალნი „ნოვიჩოკის“ მსგავსი ნივთიერებით მოწამლეს

 საქართველო, 3 სექტემბერი, საქინფორმი. რუსი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი „ნოვიჩოკის“ მსგავსი ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით მოწამლეს ამის შესახებ გერმანიის მთავრობის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში წერია.

მათი განმარტებით, ნავალნის ორგანიზმში შხამის კვალის არსებობა ტესტმა აჩვენა, რომელიც ბუნდესვერის სპეციალურ ლაბორატორიაში ჩატარდა.

გერმანიის მთავრობის განცხადებით, ისინი ნავალნიზე თავდასხმას გმობენ და მომხდართან დაკავშირებით რუსეთის ხელისუფლებისგან განმარტებას ითხოვენ.

20 აგვისტოს ქალაქ ტომსკიდან მოსკოვში თვითმფრინავით მგზავრობისას, ალექსეი ნავალნი ცუდად გახდა, რის გამოც თვითმფრინავი ავარიულად, ომსკში დაეშვა, სადაც ნავალნი მოწამვლის სიმპტომებით რეანიმაციაში მოათავსეს.

22 აგვისტოს ალექსეი ნავალნი სამკურნალოდ გერმანიაში გადაიყვანეს.

imedinews.ge