საზოგადოება
საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტებისთვის „ბიბისის“ ტრენერ ჯონათან სთოუნმენის ტრენინგი მიმდინარეობს

 საქართველო, 2 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტებისთვის „ბიბისის“ ტრენერი ჯონათან სთოუნმენი ტრენინგს ატარებს.

ტრენინგები დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს, რომელზეც არჩევნების გაშუქების საკითხებზე და სხვა მნიშვნელოვან თემებზე მსჯელობენ.

როგორც ჯონათან სთოუნმენმა განაცხადა, წინასაარჩევნო პერიოდი ცვლილებებისთვის კარგი დროა, თუმცა ეს იქნება კარგი შესაძლებლობა იმაზე სასაუბროდ, როგორ მუშაობს ახალი ამბები, როგორი უნდა იყოს სარედაქციო სტანდარტი და როგორ უნდა გააშუქო არჩევნები ისე, რომ პასუხისმგებლიან და სანდო წყაროდ იყო მიჩნეული.

ჯონათან სთოუნმენი 20 წლის განმავლობაში „ბიბისის“ ახალი და მიმდინარე ამბების სამსახურში ჟურნალისტის, პროდიუსერის, რედაქტორის და მკვლევარის პოზიციებს იკავებდა, საბოლოოდ კი BBC World Service-ის ტრენინგცენტრის ხელმძღვანელი გახდა. ამჟამად სთოუნმენი საკონსულტაციო კომპანიას Stonepeople Media მართავს.