უცხოეთი
ალექსანდრ ლუკაშენკო - ხალხის ნაწილი წარმოსახვით სამყაროში მოხვდა, თუ ერთმანეთს დავუპირისპირდებით, სამოქალაქო ომი იქნება

 საქართველო, 2 სექტემბერი, საქინფორმი. ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებით, ხალხის ნაწილი წარმოსახვით სამყაროში მოხვდა. მისი თქმით, თუ ბელარუსი ხალხი ერთმანეთს დაუპირისპირდება, ქვეყანაში სამოქალაქო ომი იქნება. ინფორმაციას ბელარუსის სახელმწიფო სააგენტო „ბელტა“ ავრცელებს.

„რეალურ ცხოვრებაში ყველაფერი ისე არ ჩანს, როგორც ვირტუალურ სამყაროშია. გახსნეს აიფონები, ტელეფონები და ყველა შიგნით ვიყურებით. იქმნება ილუზია, რაღაც სხვა სამყაროა. ჩვენი ხალხის ნაწილი ამ ილუზორულ სამყაროში მოხვდა. თუ ჩვენ ერთმანეთის გატეხვას შევეცდებით, იცით რა მოხდება? იქნება მინიმუმ სამოქალაქო ომი, მაგრამ არ ინერვიულოთ, ეს არ მოხდება“, – განაცხადა ლუკაშენკომ.

ბელარუსის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ბელარუს და რუს ხალხს ერთი საერთო მამული აქვთ – ბრესტიდან ვლადივასტოკამდე.

„ჩვენ დღეს ძმები ვართ. რატომ უნდა დაველოდოთ დასავლეთის ზეწოლას, რომ ისევ ძმები გავხდეთ. ჩვენ შესაბამის დასკვნებს გამოვიტანთ. მე და პუტინმა ეს დასკვნები უკვე გამოვიტანეთ. რაც არ უნდა ილაპარაკონ რუსეთში და ჩვენთან მოედნებზე, ჩვენ აუცილებლად შევინარჩუნებთ საერთო მამულს“, – განაცხადა ალექსანდრ ლუკაშენკომ.

1tv.ge